5 მარტივი ნაბიჯი კანისათვის სიმტკიცის დასაბრუნებლად და “ღაბაბის” მოსაშორებლად

დროთა განმავლობაში ჩვენი სხეული თანდათან იცვლება, ვკარგავთ კოლაგენს, დატენიანებას, ელასტიურობას, რაც გავლენას ახდენს კანზე. სახის, ყელის, მკერდის, მკლავების, ნიკაპის მიდამოებში კანი ეშვება, დუნდება და კარგავს ელასტიურობას. შედეგად კი ასაკზე ბევრად უფროსად გამოვიყურებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას, რომელთა წყალობით ეფექტურად და ბუნებრივი გზით მოიგვარებთ ამ პრობლემას. შედეგი კი აღგაფრთოვანებთ.

1. ზეითუნისა და ქაფურის ზეთების მასაჟი

ნიღაბი მდიდარი არის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით. იგი კანს ატენიანებს, ამკვრივებს, ანიჭებს ელასტიურობას, აღადგენს უჯრედებს და უნარჩუნებს ჯანმრთელ იერს.

აურიეთ ზეითუნისა და ქაფურის ზეთები. ნაზავი დაიტანეთ ხელის გულებზე და პრობლემური ზონა ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ.  იმოქმედეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიფინეთ თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცი და დაიტოვეთ 5 წუთი. ცხელი ორთქლი დაგეხმარებათ ფორების გახსნაში და მათი წყლით გაჯერებაში, რაც ხელს შეუწყობს ღრმა დატენიანებას.

2. ყურძნისა და ავოკადოს ანტიოქსიდანტური ნიღაბი

ყურძნისა და ავოკადოს კომბინაცია საოცრად ეფექტური საშუალებაა თქვენი კანისთვის. ნიღაბი უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და დაუბრუნებს მას ელასტიურობას.

3. სახის კანის გამამკვრივებელი ნიღაბი

რძის, შვრიისა და ასკილის ზეთის ნარევი დაუჯერებლად ეფექტურია კანისთვის. ნიღაბი უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და აქვს მკვებავი ეფექტი.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი რძე 3 ს. კ.
  • ასკილის ზეთი 2 ჩ. კ.
  • შვრიის ფანტელი 4 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახისა და ყელის კანზე და 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

4. დალიეთ დიდი რაოდენობის წყალი

მიიღეთ დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრი თბილი წყალი და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან. შედეგი კი აისახება როგორც კანზე, ისე მთელს სხეულზე. კანი გახდება ბევრად უფრო ჯანმრთელი, ელასტიური და შეგიმცირდებათ ნაოჭები.

5. ხილი და ნატურალური წვენები

კანის ჯანმრთელობისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია კვების რაციონს დავამატოთ ანტიოქსიდანტებით, ბეტაკაროტინითა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. მიირთვით ხილი და ნატურალური წვენები და ორგანიზმი გაიჯერეთ საჭირო ელემენტებით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.