საზამთრო გემრიელი და წვნიანი ბაღჩეული კულტურაა, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საზამთროს კურკებს აადამიანის ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.
საზამთრო შეიცავს ბიოტინს, სპილენძს, კალიუმს, აგრეთვე პანტოთენის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინებს: B1, B6 და A. საზამთრო განსაკუთრებით ეფექტურია თირკმელებით დაავადებულ ადამიანთათვის.
საზამთროს კურკებიც გაჯერებულია იგივე თვისებებით. ის შეიცავს რკინას, კალიუმს, მანგანუმს, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, ნიაცინს, ფოლატს, თიამინს, ციტრულინს.
საზამთროს კურკები გამოიყენება თირკმელების დაავადებებისა და საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.
სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა სარგებელი მოაქვს საზამთროს კურკებს ადამიანის ორგანიზმისთვის.
1. სასარგებლოა გულისთვის
საზამთროს თესლი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის და არეგულირებს სისხლის წნევას.
2. კანის მოვლის საშუალება
საზამთროს თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აფერხებენ ნაადრევ დაბერებას. ხელს უწყობს კანის ელასტიურობისა და ტონუსის სტიმულირებას.
3. კუნავს გამონაყარს
საზამთროს კურკების ზეთი წმენდს კანს. განსაკუთრებით ეფექტურია ანთების სამკურნალოდ. მარლის საფენი გააჯერეთ საზამთროს თესლის ზეთში და დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები.
4. თმის მოვლის საშუალება
საზამთროს თესლს შეუძლია თქვენი თმა უფრო ძლიერი და ჯანმრთელი გახადოს. მეთოდი კი უმარტივესია, გამოაშრეთ რამდენიმე ცალი კურკა და შეჭამეთ. ის ეხმარება ორგანიზმს მელანინის გამომუშავებაში რომელიც გავლენას ახდენს თქვენი თმის ფერზე. გარდა ამისა, თუ კურკას შეჭამთ გაზრდით ცილებისა და ამინომჟავების დონეს და ამით გაიძლიერებთ თმის ღერებს.
5. აფერხებს გულის დაავადებებს
საზამთროს თესლი მდიდარია ლიზინით და ტრიპტოფანით-ამინომჟავები, რომლებიც იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან. საზამთროს კურკა შეიცავს არგინინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს არტერიული წნევის დარეგულირებაში.
6. ებრძვის დიაბეტს
საზამთროს კურკები არეგულირებს და აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს. 1 ლ წყალს დაამატეთ 1 მუჭა საზამთროს თესლი, გააჩერეთ 45 წუთი და შემდეგ დალიეთ.
7. თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
საზამთროს კურკები მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო საკვები ნივთიერებებით. ამიტომ საზამთროს თესლის ზეთზე დაფუძნებული ნიღბები განსაკუთერბით სასარგებლოა თმის ფოლიკულებისთვის.
ასევე სასარგებლოა საზამთროს კურკების ჩაი. მარცვლები დანაყეთ და მიღებული მასის 4 სუფრის კოვზს დაასხით 2 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთი. მომზადებული ჩაი მიირთვით დღეში 2-ჯერ, შემდეგ 1 დღე შეისვენეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.
გამოიყენეთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.