შემოგთავაზებთ პომიდვრის უგემრიელესი და საოცრად არომატული სოუსის რეცეპტს, რომელიც კიდევ უფრო გემრიელს გახდის პიცას, ხორცს და სხვადასხვა კერძებს.
პომიდვრის სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პომიდორი 4 კგ
- ხახვი 500 გრ
- ნიორი 2 თავი
- მარილი 2 ს. კ.
- შაქარი 300 გრ
- ძმარი 9%-იანი 150 მლ
- შავი პიმპილი 2 გრ
- წითელი წიწაკა (ჩილი) 1 გრ
- სახამებელი 2 ს. კ.
- დარიჩინი 2 გრ
- მიხაკი 6 ცალი
მომზადების წესები:
- დაჭერით პომიდორი ნაჭრებად და დააბლენდერეთ ან გაატარეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი.
- პომიდვრის მასის ერთი ნაწილი გადაიტანეთ მეორე ქვაბში. დაამატეთ გატარებული ხახვი და 1 საათის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
- შეაზავეთ შაქრით, შავი პიმპილით, დარიჩინით, მიხაკით, წითელი წიწაკითა და მარილით.
- დაამატეთ ძმარი, მოურიეთ და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ შეაზავეთ დაჭყლეტილი ნივრით და კარგად მოურიეთ.
- ცალკე გამოყოფილ მასას დაამატეთ სახამებელი და მოურიეთ. შემდეგ ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ 20 წუთი.
- პომიდვრის სოუსი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და თავი მჭიდროდ დაახურეთ.
- ქილები თავდაყირა გააჩერეთ, სანამ არ გაცივდება.
მოამზადეთ საოცრად გემრიელი, არომატული და ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული პამიდვრის სოუსი.