ღუმელში გამომცხვარი ბარიჯანი ხორცის ფარშითა და ბოსტნეულით. კერძი, რომელზეც უარს ვერასდროს ვიძახი

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს. საოცარი გემო და მადისაღმძვრელი ვიზუალი კერძს განუმეორებელს ხდის. გატარებული ხორცითა და ბოსტნეულით შეზავებული ბადრიჯანი, მართლაც, საოცრებაა.

კერძი უმარტივესი მოსამზადებელია. რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, იგი დიეტურია, რადგან ცხვება ღუმელში და იყენებთ ძალიან ცოტა ზეთს. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილის ან ბრინჯის გარნირით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე დამოკიდებული.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ცალი დიდი ბადრიჯანი
  • 4 ცალი პომიდორი ან ტომატი
  • ნახევარი წითელი ბულგარული პიმპილი
  • 1 ცალი მწარე წიწაკა
  • ოხრახუში 1 კონა
  • 300 გრ გატარებული ხორცი (თქვენთვის სასურველი)
  • მარილი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი გარეცხეთ, გააშრეთ, გაჭერით შუაზე, თითქოს ნავებია. შემდეგ კანები ზებრას მსგავსად გათალეთ. ბადრიჯნის თითოეული ნაწილი (რბილობის მხრიდან), დაახლოებით, 3 სმ-ის სიღრმეზე დანით ჩაჭერით. შემდეგ ბადრიჯანი მოათავსეთ შესაფერ ჭურჭელში, მოაყარეთ მარილი, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 30 წუთი.

2. პომიდორი გაფცქვენით, დაჭერით და დააბლენდერეთ. ხახვი დაჭერით წვრილად. პატარა კუბიკებად დაჭერით მოცემული წიწაკები. ბადრიჯნები ამოიღეთ წყლიდან, გააშრეთ, ყველა მხრიდან წაუსვით ცოტა-ცოტა ზეთი და დაწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტი გაქთ დაფენილი.

3. ფორმა შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი. ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და ხახვი ოქროსფრად დაბრაწეთ. თუ ცოტა კარაქს გამოიყენებთ, კერძი კიდევ უფრო არომატული გამოგივათ.

4. ხახვს დაამატეთ დაჭრილი წიწაკები, მოურიეთ, დაამატეთ გატარებული ხორცი და მოთუშეთ მაღალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. როცა ხორცი ფერს შეიცვლის, ცეცხლს დაუწიეთ და შეაზავეთ მარილით, ნივრით, დაჭრილი მწვანილით, ნახევარი ფინჯანი დაბლენდერებული პომიდვრით და დაბალ ცეცხლზე თუშეთ კიდევ 5 წუთი.

5. ბადრიჯანი გამოიღეთ ღუმელიდან და გადაიტანეთ ღრმა ფორმაში (შეგიძლიათ მინის ცეცხლგამძლე ფორმა გამოიყენოთ), რომელშიდაც ფოლგა გექნებათ ჩაფენილი. ის ადგილი სადაც ბადრიჯანს გაუკეთეთ ჭრილი, კოვზით გააღრმავეთ, ჩადეთ ხორციანი მასა და შეკუმშეთ. შემდეგ დარჩენილ პომიდორს დაამატეთ მარილი და სათითაოდ მოასხით თითოეულ ბადრიჯანს და ზემოდან გააფორმეთ დაჭრილი ბულგარულით.

6. ფორმას გადააფარეთ ფოლგა და კიდევ 15 წუთით შედეთ ღუმელში. ბადრიჯანი გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით გამოყოფილი წვენი და ლამაზად მიუწყვეთ კარტოფილის ან ბრინჯის გარნირი. შეგიძლიათ სათითაოდ გაამზადოთ ყველა ოჯახის წევრისთვის.

უგემრიელესი, წვნიანი ბადრიჯანი ყველას მოწონებას დაიმსახურებს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!