ზამთრისათვის სამზადისი დაიწყო. თვალსა და გულს უხარია ლამაზად ჩაწიკწიკებული სავსე ქილების დანახვა.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უგემრიელესი საწებლები, აჯიკები, სხვადასხვა გემრიოლებები და თამამდ შეხვდით ზამთარს.
სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი აჯიკის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 2 კგ
- ბულგარული წიწაკა (წითელი) 3 კგ
- ნიორი 3 კგ
- შაქარი 0,25 ჩ. ჭ.
- ძმარი 100 მლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პამიდორს დაასხით ცხელი წყალი. ამ მეთოდის წყალობით მარტივად მოაშორებთ კანს. შემდეგ გაატარეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი.
- ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ, დაჭერით და გაატრეთ ნიორთან ერთად. მიღებული მასა დაამატეთ პამიდორს. შემდეგ შეაზავეთ ძმრით და მარილით.
- ადუღეთ კიდევ 10 წუთი, მაგრამ ქვაბს არ დაახუროთ.
- უგემრიელესი აჯიკა გადააიტანეთ გასტერილებულ ქილებში. სახურავებიც გაასტერილეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.