კიტრის სალათა ზამთრისათვის, რომელსაც ყოველ წელს დიდი რაოდენობით ვამზადებ

სალათი უგემრიელესი და საოცრად არომატულია. შეგიძლიათ მიირთვათ ხორცთან, კარტოფილთან, ლობიოსთან და თქვენს საყვარელ კერძებთან ერთად.

კიტრის სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კიტრი 1 კგ 200 გრ
  • ხახვი 200 გრ
  • კამა დიდი კონა

მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარლიტრიანი ქილა და ინგრედიენტებიც გათვლილია 1 ქილაზე:

  • შავი პიმპილის მარცვალი 2 ცალი
  • წითელი წიწაკა 1 ცალი
  • დაფნა 1 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზამდე
  • შაქარი ნახევარი ჩ. კ.
  • ძმარი 9 %-იანი 1 ს. კ.
  • ზეთი 1,5 ს. კ.

მომზადების წესები:

  1. კიტრი შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება თუ პატარა, რადგან რგოლებად უნდა დაჭრათ. ხახვი-ნახევარ წრეებად, კამა წვრილად არ დაჭრათ.
  2. კიტრი, ხახვი და კამა აურიეთ. გასტერილებულ ქილაში ჩადეთ დაფნის ფოთოლი და ორივე სახის წიწაკა.
  3. ქილა გაავსეთ კიტრის სალათით, დაასხით თავისივე წვენი და დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და ზეთი.
  4. გამზადებული ქილები გააჩერეთ 10 წუთი.
  5. შემდეგ ქილა გაასტერილეთ. ადუღებიდან ადუღეთ კიდევ 10 წუთი .
  6. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ქილას სახურავი მჭიდროთ დაახურეთ ან მოხუფეთ, დადგით თავდაყირა და შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!