სერატონინი ნეირომედიატორია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობასა და მადაზე.
რა ხდება, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სერატონინს გამოყოფს?
სერატონინი ადუნებს, აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს მადას და შესაბამისად იკლებთ წონაში. არეგულირებს სისხლში ინსულინის დონესაც. სერატონინი ამცირებს შფოთვასა და სტრესს.
როგორ მივიღოთ სერატონინი?
ის სინთეზირებულია ჩვენს ნერვულ სისტემასა და ნაწლავში არსებულ რამდენიმე ნეირონთან, ამიტომ სერატონინის გამომუშავებისთვის აუცილებელია ჯანმრთელი ნაწლავი.
სეროტონინის გასათავისუფლებლად ჩვენს ტვინს სჭირდება ტრიპტოფანი, აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც ასოცირდება ძილთან და სიამოვნებასთან.
ტრიპტოფანის სინთეზისთვის აუცილებელია ვიტამინ B6-ისა და მაგნიუმის ადეკვატური დონე. როდესაც ორგანიზმს თავად არ შეუძლია ტრიპტოფანის შექმნა, უნდა ჩავრთოთ საკვები საშუალებები.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც მდიდარია ტრიპტოფანითა და სერატონინით: ამარანტი, ქიონა, წიწაბურა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, სეზამისა და სელის მარცვლები, მზესუმზირისა და გოგრის მარცვლები, ნუში, კაკალი და ფინიკი.
თევზეულიდან მიირთვით ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, ახალი თინუსი.
მიირთვით ბოსტნეული: ბროკოლი, სიმინდი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, სოკო და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
ხილი: ანანასი, ავოკადო, კივი, ქლიავი, მანგო და ბანანი.
თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ და კვების რაციონს სტატიაში ჩამოთვლილი საკვები პროდუქტებით გაამდიდრებთ, შეძლებთ ორგანიზმში სეროტონინის დონის ამაღლებას, რის ხარჯზეც მოიწესრიგებთ ძილს, დაამარცხებთ შფოთვას და, რაც მთავარია, დაიკლებთ წონას.