ვეიზმანის ინსტიტუტის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დიეტის დროს “ჯანსაღი კვების” კონცეფციის გამოყენებაზე ყველამ უარი უნდა თქვას.
სამეცნიერო ჯგუფის განცხადებით, დიეტოლოგებმა არ უნდა გამოიყენონ “ჯანსაღი კვების” ცნება. მათი აზრით, ეს ტერმინი არის ფიქცია, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
ისრაელის საუკეთესო გასტროენტეროლოგები და იმუნოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ “სწორი” და “არასწორი” პროდუქტები ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული ადამიანისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც ერთი ადამიანისთვის კარგია, შეიძლება სხვისთვის ცუდიც კი იყოს.
დოქტორ ევან ელინავას ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა. ვეიზმანის ინსტიტუტის სხვა მეცნიერებთან ერთად, ის რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა 40 მოხალისეს. კვლევის მონაწილეები ორ ნაწილად გაიყვეს – ზოგი იკვებებოდა “ჯანსაღი” საკვებით, ზოგი კი სუპერმარკეტში შეძენილი ნახევარფაბრიკატებით. შედეგად, აღმოჩნდა, რომ მონაწილეების რეაქცია პროდუქტებზე მხოლოდ მათი სხეულის მახასიათებლებზე იყო დამოკიდებული.
ელინავი ამტკიცებს, რომ ყველასთვის არ არსებობს ერთიანი კვების წესი. ის გვთავაზობს ინდივიდუალური დიეტის შექმნას პაციენტის ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის საფუძველზე, რაც განსაზღვრავს სხეულის რეაქციას სხვადასხვა საკვებზე.