
გარდა იმისა, რომ მუცლის მიდამოებში დაგროვილი ცხიმი მიმზიდველად არ გამოიყურება, ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა და მთელ რიგ გართულებებს იწვევს.
კანქვეშა და ვისცერულმა ცხიმმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მათ შეუძლია გაზარდოს დიაბეტისა და გულის დაავადებების, მაღალი წნევის, ინსულტის, კიბოსა და სხვა დეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკი.
საკმაოდ რთულია მუცლის ცხიმოვანი დეპოზიტების აღმოფხვრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი ბუნებრივი სასმელის რეცეპტს, რომელიც აასწრაფებს მუცლის მიდამოში არსებული ცხიმების დაწვის პროცესს.
თუ საშინაო პირობებში მომზადებულ სასმელს გამოიყენებთ ყოველ დღე, ერთი თვის შემდეგ დაუჯერებელ შედეგს მიიღებთ.
სასმელის შემადგენლობა დატვირთულია ბუნებრივი ინგრედიენტებით. იხილეთ მცირე ინფორმცია, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს ჩვენი ორგანიზმისთვის.
ჯანჯაფილი
კოჭა ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავებისა და ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა. ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით, ჯანჯაფილს შეუძლია შაკიკის განმუხტვა, ნახველისგან გათავისუფლება, ებრძვის თავბრუსხვევას და უნარჩუნებს გულს ჯანმრთელობას.
პინტა
პიტნა არის არომატული ბალახი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ანთების საწინააღმდეგოდ და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. პიტნას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აუმჯობოსებს კანის მდგომარეობას, სისხლის მიმოქცევას, გვათავისუფლებს მეტეორიზმისგან, დიარეასა და ღებინების შეგრძნებისგან, ებრძვის გაციებასა და სურდოს, ადუნებს კუნთებს და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
ლიმონი
ლიმონი მდიდარია ვიტამინებით: C, B1, კალიუმით, რკინით, ნატრიუმით, მაგნიუმით, ფტორით და ფოსფორით. ლიმონი უძლიერესი ანტიბაქტერიული საშუალებაა.
გარდა ამისა, ის აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას უნარჩუნებს სისხლძარღვებს, კაპილარებს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, არეგულირებს შაქრის დონეს და აგარიდებთ თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.
კიტრი
კიტრი 96%-ით წყლისგან შედგება. ის დაბალკალორიული ბოსტნეულია, აქვს შარდმდენი ეფექტი, წმენდს ნაწლავებს, გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან, იცავს კუჭის კედლებს და არეგულირებს შარდმჟავს.
როგორ მოვამზდოთ ეს საოცარი სასმელი?
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საშუალო ზომის კიტრი 1 ცალი
- ლიმონი 4 ცალი
- ჯანჯაფილის ფესვი 1 სმ სიგრძის
- პიტნის 10 ფოთოლი
- წყალი 2 ლ
მომზადების წესი:
- 1 ცალი ლიმონი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ამოაცალეთ წიპწები.
- შემდეგ დაჭერით კიტრი და კარგად გასუფთავებული ჯანჯაფილი. დანარჩენი ლიმონისგან გამოწურეთ წვენი.
- აიღეთ კონტეინერი. მოათავსეთ დამუშავებული ინგრედიენტები, დაამატეთ პიტნის ფოთლები, დაასხით წყალი და გააჩერეთ 6 საათი, შემდეგ გადაწურეთ.
მომზადებული ელექსირი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ეს საოცარი ლიმონათი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, რომელიც ხშირად ხდება შეშუპებისა და ჭარბი კილოგრამების გამომწვევი მიზეზი. ამავე დროს, ასწრაფებს ცხიმების წვის პროცესს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებასა და ორგანიზმს ჰმატებს ენერგიას.
დალიეთ ყოველ დღე და შედეგი აღგაფრთოვანებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!