შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ჰაეროვანი, არომატული კრემის რეცეპტს. კრემს არ სჭირდება ფქვილი და რაც მთავარია, მოხარშვა. ამ საოცრების ძირითადი ინგრედიენტი ხაჭოა.
ხაჭოს სქელი კრემი შეგიძლიათ ნებისმიერი ნამცხვრის, მათ შორის, ტორტების მოსართავადაც გამოიყენოთ. მისი გემო კარგად ერწყმის კენკროვნებს, შოკოლადსა და კარამელს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხაჭო 320 გრ
- კარაქი 175 გრ
- შაქრის ფხვნილი 90 გრ
- შედედებული რძე 65 გრ
- ვანილი
- კონიაკი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ვანილი.
- ნელ-ნელა შეათქვიფეთ ხაჭო ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ.
- მიქსერი მაქსიმალურ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან დაამატეთ შედედებული რძე.
- ბოლოს დაამატეთ კონიაკი და ჰაეროვანი საოცრებაც მზად არის.
საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც ხაჭოს კრემისგან შეგიძლიათ მოამზადოთ.
მომზადებულ კრემს შეურიეთ გაღვივებული ჟელატინი. მასა გადაიტანეთ სასურველ ფორმებში, ზემოდან მოაწყვეთ თქვენთვის სასურველი კენკრა და გემრიელად მიირთვით.
საოცარია ხაჭოსა და შოკოლადის კომბინაცია, ხაჭოსა და ლიმონის, ან ბანანის კომბიანცია. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.