როგორ მოვამზადოთ მწერების საწინააღმდეგო ეფექტური ნატურალური საშუალებები გამხმარი ბალახებისა და ეთერზეთების ბაზაზე.
ზაფხულსა და სიცხეს მოჰყვებიან მწერები და მათი თანმხლები უსიამოვნო შეგრძნებები და პრობლემები. მწერების საწინააღმდეგო უამრავი სხვადასხვა საშუალების შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ პრეპარატები ჩვეულებრივ ქიმიური კომპონენტების ბაზაზე არის მომზადებული, რომელთაც უსიამოვნო და მძაფრი სუნი აქვს. ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის მავნებებლია.
მწერებისგან თავდაცვა აუცილებელია. სტატიაში შემოგთავაზებთ ეფექტურ, ბუნებრივ, ხელნაკეთ საშუალებათა ორ რეცეპტს.
ეთერზებითის ბაზაზე მომზადებული საშუალება
დაგჭირდებათ:
- ჩაი ხის ეთერზეთი 15 წვეთი
- მიხაკის ეთერზეთი 20 წვეთი
- როზმარინის ეთერზეთი 10 წვეთი
- გამოხდილი წყალი 100 მლ
მომზადების წესი:
მწერების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის 200 მლ-იანი ჭურჭელი. მოცემული ინგრედიენტები მოთავსეთ ჭურჭელში და შეანჯღრიეთ.
რამედნიმე წუთში თქვენ შეძლებთ მოამზადოთ მწერების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება, რომელიც შეგიძლიათ შეაშხუროთ საწოლს, სამოსს და დაიცვათ თავი ამ მავნებლებისგან. გამოსაყენებლად ვარგისია 1 თვე.
გამხმარი ბალახების ბაზაზე მომზადებული საშუალება
საჭირო ინგრედიენტები:
- გამხმარი პიტნა 2 ს. კ.
- გამხმარი ბეგქონდარა 2 ს. კ.
- გამხმარი ლავანდი 2 ს. კ.
- გამხმარი როზმარინი 2 ს. კ.
- გამხმარი სალბი 2 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 1 ლ
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ლიტრიან მინის კონტეინერში და გააჩერეთ 2 კვირა. ნარევი შეანჯღრიეთ დღეში ერთხელ. პროცესი მიმდინარეობს ნელა, მაგრამ ეფექტურად.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნარევი გადაიტანეთ სპრეის ბოთლში და საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ. თუ გსურთ ნარევი კანზე წასასმელად გამოიყენოთ გააზავეთ ლიტრ წყალში (ლიტრ ვაშლის ძმარზე/ლიტრი წყალი).
გამხმარი ბალახების ბაზაზე მომზადებული ნარევი შეინახეთ მაცივარში და შეგიძლიათ სამი თვის განმავლობაში გამოიყენოთ.
მოამზადეთ ბუნებრვი ეფექტური და უსაფრთხო საშუალებები და დაიცავით თავი მწერებისგან.
გისურვებთ ზაფხულის ცხელი დღეების უსაფრთხოდ და პრობლემების გარეშე გატრებას!