შოკოლადის ნაზი დესერტი, რომლის გემოც ბავშვობიდან ყველას კარგად გვახსოვს

0
534

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნამცხვრის, ,,კარტოშკას“, რეცეპტს. შოკოლადის ნაზი დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია. ორცხობილების ბაზაზე მომზადებულ დესერტს არ სჭირდება გამოცხობა. ცოტაოდენი ძალისხმევა და  რამდენიმე წუთში შეძლებთ თქვენი საყვარელი ადამიანების გემრიელი ნამცხვრით გამასპინძლებას.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • კარაქი 100 გრ
  • კაკაოს ფხვნილი 5 ს. კ.
  • ორცხობილა 300 გრ
  • შესქელებული რძე 200 გრ
  • კონიაკი 1-2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. დარბილებულ კარაქს დაასხით შესქელებული რძე და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კაკაო, კონიაკი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ორცხობილები დატეხეთ, დააბლენდერეთ (ან გამოიყენეთ  ცომის გასაბრტყელებელი) და შეურიეთ კარაქის მასას. ზეთიანი ხელით მომზადებული მასიდან გამოხელეთ კარტოფილის ფორმის ნამცხვრები. ნამცხვრებს ზემოდან მოაფრქვიეთ კაკოს ფხვნილი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.

შეგიძლიათ გააფორმოთ კრემით ან შუაში ნიგვზის ლებანი ჩაუდოთ. მოამზადეთ შოკოლადის ეს გემრიელობა და ისიამოვნეთ!