ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი რომ გახდეს და ლაქები გაქრეს, გამოიყენეთ ნუშის რძე

ბევრი ადამიანი ძროხის რძის ნაცვლად იყენებს ნუშის რძეს. ის ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, განსაკუთრებით კი, ქალის ორგანიზმისთის.

ნუშის რძე მდიდარია ვიტამინებით: E, B2 და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით. აგრეთვე შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა: მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი რკინა და ა.შ. უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული ნუში კანისა და თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა.

მოამზადეთ თქვენი ხელით ნუშის რძე, რომელიც ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას და ბევრად უფრო იაფი ჯდება.

ნუშის რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნუში 100 გრ
  • წყალი 500-600 მლ
  • ვანილი მწიკვი
  • ცოტა თაფლი

მომზადების წესი:

  1. ნუში მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაფარეთ წყლით და გააჩერეთ მთელი ღამე.
  2. დილით გადაწურეთ. დამბალ ნუშს დაასხით წყალი (შემადგენლობაში მითითებული რაოდენობის) და დააბლენდერეთ.
  3. დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, შემდეგი კი დაამატეთ ვანილი, თაფლი და კარგად აურიეთ.
  4. რამდენიმე წუთის შემდეგ გაწურეთ მასა ფენებად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის დახმარებით. მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

შემოგთავაზებთ ნუშის რძის ბაზაზე მომზადებულ კოსმეტოლოგიურ საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც მინიმალურ დროში გაგათავისუფლებთ ლაქებისა და ნაოჭებისგან.

ნაოჭების საწინააღმდეგო ლოსიონი

საოცრად ეფექტური შემადგენლობის წყალობით ნუშის რძე ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

ყოველ საღამოს ნუშის რძე დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ,  განსაკუთრებით კი, ნაოჭებით დატვირთულ ადგილებზე. დაელოდეთ გაშრობას, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენთვის სასურველი მალამო ან ზეთი.

გამწმენდი ლოსიონი

სახის გასაწმენდად ნუშის რძე წაისვით მთელ სახეზე, შეგიძლიათ თვალების გარშემო ადგილებისთვისაც გამოიყენოთ. შემდეგ ნარჩენები ბამბის ფირფიტით ან ხელსახოცით მოიშორეთ. პროცედურის ბოლოს სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მალამო ან ზეთი.

შავი ტომრებისა და მუქი წრეების სამკურნალო რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნუშის რძე 10 ს. კ.
  • დაჭრილი ოხრახუში 3 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ მინის ჭურჭელში და კარგად აურიეთ. ნარევი შეინახეთ მაცივარში.
  2. მაკიაჟის გაკეთებამდე მომზადებული მასით გააჯერეთ ბამბის საფენი და დაიდეთ ქუთუთოებზე 15 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  3. პროცედურები გაიმეორეთ ყოველდღიურად.

ნუშის რძის ბაზაზე შეგიძლიათ მოამზადოთ თმისა და კანის სხვადასხვა ნიღბები. გატარებული ნუში საუკეთესო ინგრედიენტია სახის კანის სკრაბებისთვის.

ცადეთ, გამოიყენეთ ნუში-ბუნებრივი სიმდიდრე, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და  შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.