კარტოფილის დაბრაწული გარსი ღორის ხორცის გემრიელი შიგთავსით. ჩემი შვილებისათვის საკმარისი არასდროსაა

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, არომატული შიგთავსით მომზადებული კარტოფილის რეცეპტს. ერთი შეხედვით შეიძლება მიიჩნიოთ, რომ მომზადებას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ხორცი უნდა გაატრო, კარტოფილი მოხარშო, შემდეგ მოხარშული კარტოფილით ცომი მოზილო. მაგრამ დამერწმუნეთ, ყველას აღაფრთოვანებთ.

ვინც ერთხელ გასინჯავს ღორის შიგთავსით მომზადებულ დაბრაწულ კარტოფილს, მისი უსაყვარლესი კერძი გახდება. განსაკუთრებით კი, ბავშვებს მოსწონთ ძალიან. შეგიძლიათ ღორის ხორცი საქონლის ხორცით ჩაანაცვლოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • უცხიმო ღორის ხორცი 0,5 კგ
  • ფქვილი 0,5 კგ
  • ხახვი (საშუალო) 1 თავი
  • კარტოფილი 1,5 კგ
  • კარაქი 100 გრ
  • ზეთი 1/3 ჩ. ჭ.
  • შავი პიმპილი

მომზადების წესები:

  1. ღორის ხორცი გაატარეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, შავი პიმპილი, თქვენთვის სასურველი სანელებლები, კარგად აურიეთ და შეწვით. მომზადებული მასა გააგრილეთ და შიგთავსიც მზად არის.
  2. მოხარშული კარტოფილი (ცხელი) ჩაჭყლიტეთ, შეაზავეთ კარაქით, მარილით და სასურველი სანელებლებით. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  3. მიღებული მასა გაანაწილეთ პატარა გუნდებად, გააბრტყელეთ, შუაში ჩადეთ ხორცის შიგთავსი, კიდეები შეაერთეთ და გამოხელეთ ოვალური ფორმის პატარა ღვეზელები.
  4. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და ორივე მხრიდან შეწვით. მოამზადეთ შემოთავაზებული გემრიელობა და გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!