სიმსუქნეს, გასტრიტსა და ქოლესტერინის დონის მოჭარბებას წარსულში მოიტოვებთ, თუ ბრინჯის რძეს გამოიყენებთ

“ბრინჯის რძე”, რომლის დამზადებსაც დღეს გასწავლით, უდიდეს სარგებელს მოგიტანთ. ის შეიცავს უნიკალურ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს გახდომის პროცესს. აგრეთვე გამოიყენება როგორც ძროხის რძის შემცვლელი, მაგრამ მისგან განსხვავებით, ცილის დაბალი შემცველობა აქვს.

შემოთავაზებული პროდუქტი დაბალცხიმიანი და დაბალკალორიულია. ცხიმის მცირე რაოდენობა ხელს უწყობს ბრინჯის რძის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების უკეთ ათვისებას.

ეს პროდუქტი აძლიერებს იმუნურ სისტემას, გიცავთ გაციებისგან და ამცირებს სხვადასხვა დაავადებათა განვითარების რისკს. ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და გასტრიტის სამკურნალოდ საუკეთესოა.

რძე ეფექტურად გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. შეიცავს D ვიტამინს, რომლის შევსება განსაკუთრებით რეკომენდებულია ზამთარში, როდესაც მზის სხივების ნაკლებობაა.

ეს საოცარი რძე ეფექტურია წონაში დასაკლებად, ვიტამინების ასათვისებლად, ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად და ორგანიზმის გასაწმენდად.

რძე არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ამიტომ დაამატეთ კაკალი, მზესუმზირის ან გოგრის თესლი და შეავსეთ ცილის რაოდენობა.

რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 2 ს. კ.
  • სეზამი მარცვლები 1 ს. კ.
  • სუფთა წყალი 300 მლ
  • თაფლი, დარიჩინი, ვანილი და სხვა სანელებლები

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით ცოტა წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ისევ გარეცხეთ და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
  2. რეცეპტს შეგიძლიათ დაამატოთ კაკალი, ნუში, ქიშმიში, გარგრის ჩირი, ფინიკი, მზესუმზირისა და გოგრის თესლი. ეს ბუნებრივი პროდუქტები რძეს მდიდარ არომატს ჰმატებს და ზრდის მის ეფექტურობას.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით საოცარი რძე და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.