კანის პრობლემები, მეჭეჭები, ქერტლი და ქავილი აღარ შეგაწუხებთ, თუ ვაშლის ძმარს გამოიყენებთ

ვაშლის ძმარი დაუჯერებლად უნივერსალური პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სასარგებლო თვისებებით.

ის არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას, საოცრად ეფექტურია ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასუფთავებს და დეზინფექციას უკეთებს კანს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ანტიოქსიდანტებითა და ძმარმჟავით მდიდარი ვაშლის ძმარი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა და მისი გამოყენების მრავალი ხერხი არსებობს. ამჟამად, ვისაუბრებთ თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ვაშლის ძმარს კანისთვის.

გამოიყენეთ მხოლოდ ორგანული, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი, რადგან მას აქვს აუცილებებლი სამკურნალო თვისებები.

ვაშლის ძმარი კანის მოვლისთვის საუკეთესო საშუალებაა. სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ შეძლებთ ამ საოცარი სითხის საშუალებით კანის სხვადასხვა პრობლემათა მოგვარებას.

  1. ფეხზე უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გასანადგურებლად გაიკეთეთ აბაზანები. ფეხები ჩაყავით ვაშლის ძმრიან ხსნარში. ამ გზით შეძლებთ კანის სხვა დაავადებების დამშვიდებას და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას.
  2. დაამატეთ ვაშლის ძმარი ბავშვის სველ ხელსახოცს და გამოიყენეთ ტერფების გასაწმენდად.
  3. ძმარი გაგათავისუფლებთ ქავილისგან, ამშვიდებს მზისგან მიღებულ დამწვრობასა და მწერების ნაკბენებს. ბამბის ტამპონზე დააწვეთეთ ვაშლის ძმრის რამდენიმე წვეთი და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე.
  4. თანაბარი პროპორციებით აიღეთ ვაშლის ძმარი და წყალი. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი, დაიტანეთ მეჭეჭებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. პროცედურები გაიმეორეთ ყოველ საღამოს, მეჭეჭების გაქრობამდე.
  5. ვაშლის ძმრის მაღალი მჟავიანობა აბალანსებს თავის კანის pH– ს, ამიტომ იგი ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.
  6. პირველ რიგში, ¼ ჩ. ჭ. ვაშლის ძმრისა და ¼ ჩ. ჭ. წყლის ნარევი ჩაასხით სპრეი ბოთლში. მომზადებული ხსნარი შეიზილეთ თავის კანზე, შემოიხვიეთ პირსახოცი, დაიყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ჯადოსნური ვაშლის ძმარი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.