ფეხებიდან უსიამოვნო სუნს ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებთ. 5 მარტივი საშინაო პროცედურა

შემოგთავაზებთ ბიუჯეტურ პროდუქტებზე დაფუძნებულ რამდენიმე უმარტივეს და ეფექტურ მეთოდს. ხელნაკეთი  საშუალებებით შეძლებთ ფეხის უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების აღმოფხვრას, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან ტენიან გარემოში.

მოცემული პრობლემის აღმოფხვრას შეძლებთ სამკურნალო პროდუქტების ბაზაზე მომზადებული აბაზანებით.

1. ეპსომის მარილი

ფეხის უსიამოვნო სუნს გაგიქრობთ ეპსომის მარილის აბაზანები, რადგან ის ზრდის ორგანიზმში მაგნიუმის დონეს.

სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ეპსომის მარილი ნახევარი ჭიქა
  • თბილი წყალი 1,5 ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებულ აბაზანაში 30 წუთით ჩაყავით ფეხები.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად აბაზანები გაიკეთეთ რეგულარულად, შეგიძლიათ დღეში 2-ჯერაც გაიკეთოთ. როდესაც თავს დააღწევთ მოცემულ პრობლემას, პროფილაქტიკისთვის გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

2. სალბი და როზმარინი

ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო სალბსა და როზმარინს შეუძლია შეამციროს ფეხის ოფლიანობა.

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გამხმარი როზმარინი 1 ჩ. კ.
  • გამხმარი სალბი 1 ჩ. კ.
  • მდუღარე წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემულ მცენარეებს დაასხით მდუღარე, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 20-30 წუთი.

მზა ნაყენით ამზადებთ აბაზანას ფეხებისთვის. 1,5 ლ თბილ წყალს შეურიეთ ნაყენი და მომზადებულ აბაზანაში 30 წუთით ჩაყავით ფეხები.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სალბისა და როზმარინის ნაყენის აბაზანა გაიკეთეთ დღეში 1-2-ჯერ.

3. ნატრიუმის ბიკარბონატი

სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა მეოთხედი ჩ. ჭ.
  • ცხელი წყალი 1,5 ლ
  • 1 ცალი ლიმონის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები. გააჩერეთ 20 წუთი. ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი.

მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია არბილებს კანს და მოგაშორებთ ფეხის უსიამოვნო სუნს.

4. ძმარი

ფეხის უსიამოვნო სუნის საუკეთესო საშუალებაა ძმარი, რადგან ის  სწრაფად ანადგურებს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • თბილი წყალი 7-8 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ჩაყავით ფეხები. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ გადაივლეთ წყალი.

ვაშლის ძმრის აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ დღეში 2-ჯერ.

5.შავი ჩაი

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ჩაი 5 ცალი ერთჯერადი პაკეტი ან 3 ჩ. კ.
  • წყალი 1ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შავ ჩაის დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20-25 წუთი, გადაწურეთ და შემდეგ გადაასხით ფეხების დასაბან თასში.

შავი ჩაის ნაყენში 20 წუთით ჩაყავით ფეხები. ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი. აუცილებელია, პროცედურის ბოლოს გულდასმით შეიმშრალოთ ფეხები!

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი საშუალება და დაივიწყეთ ეს უსიამოვნო პრობლემა.