საშინაო მალამო გააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, თავიდან აგარიდებთ კიდურების შეშუპებასა და დაბუჟებას

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომელიც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ერთდროულად ცივი და ცხელი ეფექტი აქვს.

ტემპერატურის კონტრასტი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის ასწრაფებას, აგარიდებთ ხელებისა და ფეხების მიდამოებში ზედმეტი სითხის დაგროვებას, რაც გიხსნით შეშუპებისგან, დაბუჟებისგან და სხვა მრავალი პრობლემისგან.

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გარდ,ა იგი ხელს უწყობს ანთების შემცირებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილის შემსუბუქებას.

მალამოს გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა. ხელნაკეთი საშუალება ხსნის ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, შეგიმსუბუქებთ ტკივილს და იგრძნობთ შვებას.

ამავე ეფექტის მქონე უამრავი მალამოს შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ სასურველია გამოიყენოთ ხელნაკეთი საშუალებები, რომლებიც ეფექტურია, ამავე დროს ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მალამოს ცივ ეფექტს აძლევს პიტნა, მცენარე, რომელიც გამაგრილებელი საშუალებაა და ავიწროებს სისხძარღვებს. შედეგად ამცირებს ანთებას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს საოცარ არომატს კანზე.

თერმული ეფექტი მიიღწევა ძირითადად ჯანჯაფილის თვისებების წყალობით. კოჭა უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც აფართოებს სისხძარღვებს. ჯანჯაფილი უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ამსუბუქებს ტკივილებს და გაგათავისუფლებთ ზედმეტი სითხისგან.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 3 ს. კ.
  • კაკაოს კარაქი 3 ს. კ.
  • ჯანჯაფილის ეთერზეთი 20 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 20 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ქოქოსის ზეთი და კაკაოს კარაქი დადგით ორთქლის აბაზანაზე.
  2. კარაქის გადნობის შემდეგ, გადმოდგით ცეცხლიდან, დააყოვნეთ ცოტა ხანს და თბილს (კარაქი არ უნდა გაგიმკვრივდეთ) დაამატეთ ეთერზეთები. კარგად აურიეთ და მომზადებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში.
  3. მალამო გამოყენების დროს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და შეგიძლიათ წაისვათ ნებისმიერ დროს.

მალამო შეიზილეთ დღეში 1-2-ჯერ. მაქსიმალური ეფექტისთვის უმჯობესია თუ მას აბაზანის მიღების შემდეგ გამოიყენებთ, რადგან ამ დროს ფორები გახსნილია და მალამო უკეთ შეიწოვება. შეიზილეთ იგი მსუბუქი წრიული მოძრაობებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!