შემოგთავაზეთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ვანილის უგემრიელესი ნაყინის მომზადებას.
ნუ დაიზარებთ, თქვენი ხელით მოამზადეთ თეთრი სოცრება და საყვარელ ადამიანებს ზაფხულის ცხელი დღეები გაულამაზეთ.
ვანილის ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 0,5 ლ
- წყალი 0,5 ლ
- შესქელებული რძე 1 ქილა
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- სახამებელი 1 ს. კ.
- კვერცხის გული 5 ცალი
- ვანილი
მომზადების წესი:
- კვერცხის გულები ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი, სახამებელი და კარგად აურიეთ. დაასხით ცოტა რძე ისე, რომ მიიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
- შესქელებული რძე გახსენით წყალში და აადუღეთ, დაამატეთ ანადუღარი რძე და ჩააგდეთ კარაქი.
- რძეს თანდათან დაამატეთ კვერცხიანი მასა, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გასაციებლად ჩადეთ ცივი წყლით სავსე თასში. მორევა არ შეწყვიტოთ, რადგან უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- თასში ცივი წყალი ხშირად ცვალეთ ხომლე. მასა გაცივდება და თანდათან დაიწყებს გასქელებას. გადაიტანეთ ნაყინი თქვენთის სასურველ ფორმებში და შედეთ საყინულეში.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!