როგორ მოვიშოროთ ჩაზრდილი ფრჩხილი სახლის პირობებში, უმტკივნეულოდ

ფეხები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვენ გვგონია. სამწუხაროდ, ცოტა თუ ზრუნავს მათზე სათანადოდ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხშირად გვექმნება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ფრჩხილების ჩაბრუნება.

ფრჩხილის რბილ ქსოვილში გადაზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ზაფხულში დახურული ფეხსაცმლის ტარებით და ყოველდღიურად მოუხერხებელი ფეხსაცმლის გამოყენებით.

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი გზა ჩაბრუნებული მტკივნეული ფრჩხილების მოსაშორებლად.

ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, ვინაიდან ჩაბრუნებული ფრჩხილი შეიძლება დაინფიცირდეს სხვადასხვა ბაქტერიითა და ინფექციით და კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დაგაყენოთ.

სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ უსაფრთხოდ ჩაბრუნებული ფრჩხილისგან:

1. ფეხის აბაზანები: დაზიანებული ფეხი ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ 20 წუთი. ცხელი წყალი შეგიმცირებთ ტკივილსა და შეშუპებას. შემდეგ კბილის ძაფის გამოყენებით ფრთხილად მოიშორეთ კანი, რომელიც ფრჩხილზეა გადაფარებული.

2. გამოყავით ფრჩხილი და კანი: ოდნავ აწიეთ ფრჩხილი და ჩაუდეთ პატარა ბამბა.

3. დაზიანებული ფრჩხილი შეიხვიეთ, რათა დაიცავით ინფექციებისგან. სახვევი გამოიცვალეთ რამდენიმე საათში ერთხელ.

4. ჰიგიენის დაცვა: დაზიანებული ადგილის ინფექციის თავიდან ასაცილებლად დაიცავით ჰიგიენა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და უმარტივესი გზით დააღწიეთ თავი ამ უსიამოვნო პრობლემას.