სტატიაში შემოგთავაზებთ ტაილანდური ბალზამის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება კუნთებისა და სახსრების პრობლემების სამკურნალოდ.
თუ ხშირად გაწუხებთ სახსრები და კუნთები, გამოიყენეთ ხელნაკეთი ტაილანდური ბალზამი და დარწმუნდით მის ეფექტურობაში. ბალზამს შეუძლია მარტივად და ღრმად შეაღწიოს კანში. მისი წყალობით, გაიმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და ხელს შეუწყობთ ანთების აღმოფხვრას.
ბალაზამი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე და დაითბუნეთ. ჯადოსნური მალამო უმარტივესი მოსამზადებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.
ტაილანდური ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ევკალიპტის ეთერზეთი 15 წვეთი, პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი, როზმარინის ეთერზეთი 10 წვეთი, დარიჩინის ეთერზეთი 5 წვეთი, მიხაკის ეთერზეთი 5 წვეთი, ზეითუნის ზეთი 60 მლ, ფუტკრის ცვილი 15 გრ.
მომზადებისა და გამოყენების წესები: ზეითუნის ზეთი და მოცემული ეთერზეთები აურიეთ. ცვილი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ მომზადებული ნაზავი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მმაცივარში.
მალამო რეგულარულად გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ და გათავისუფლდით მტანჯველი ტკივილისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას!