პეროგი კეფირზე, რომელიც იმდენად ნაზი გამოდის, პირში მოხვედრისთანავე დნება

ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ გარგარის ხილფაფის უგემრიელესი, ფუმფულა და ჰაეროვანი პეროგის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

პეროგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ფქვილი 200 გრ., კეფირი 250 მლ., შაქარი 100 გრ., კვერცხი 3 ცალი, ზეთი 120 მლ., სოდა 1 ჩ. კ., ვანილი, ხილფაფა და ნიგოზი.

მომზადების წესი:

1. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ ზეთი, კეფირი, შაქარი, სოდა და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ თხელი არაჟნის კონსინსტენციის მასას.

2. დაგჭირდებათ საშუალო ზომის საცხობი ფორმა. წაუსვით მას ზეთი, ჩაასხით ცომი და 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. პეროგი ფორმიდან გაციების შემდეგ ამოიღეთ. ზემოდან გადუსვით გარგრის ხილფაფა და მორთეთ დაჭრილი ნიგვზებით.

შეგიძლიათ გარგრის ხილფაფის ნაცვლად გამოიყენოთ თქვენთის სასურველი ხილფაფა. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!