როდესაც ორგანიზმი ჯანმრთელია, კანიც მკვრივი და ელასტიურია. კანის მდგომარეობა ჩვენი გარეგნობის მნიშვნლოვანი ასპექტია, ამიტომ მასზე რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ.
იმისათვის, რომ იდეალური კანი გვქონდეს, პირველ რიგში, სწორად უნდა ვიკვებოთ. აუცილებლად უნდა მივიღოთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები.
დადასტურებულია, რომ ყველაზე ხშირად კანის პრობლემები E ვიტამინის დეფიციტით არის გამოწვეული. იმისათვის, რომ გქონდეთ იდეალური კანი, მინიმუმ ჯანსაღი, რეგულარულად უნდა კვებოთ კანი და ხშირად გამოიყენოთ E ვიტამინი.
შემოგთავაზებთ E ვიტამინის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც საოცრად ეფექტურია.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: E ვიტამინი 8 კაფსულა, ნახევარი სტაფილო (საშუალო), ნახევარი ავოკადო, ცოტა წყალი (მასა უნდა იყოს მალამოს სისქის).
მომზადებისა და გამოყენების წესი: მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიიღებთ მალომესებურ მასას. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე და თანაბრად გაინაწილეთ, მოერიდეთ თვალების გარშემო ადგილებს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
მაქსიმალური ეფექტისთვის ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ. ერთი კვირის შემდეგ შედეგით ისიამოვნებთ. გისურვბთ, კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა!