რაც ეს ნიღაბი გამოვიყენე, მას შემდეგ კოსმეტიკურ პროდუქციაზე უარი ვთქვი

მრავალი ადამიანისთვის კანის ახალგაზრდობისა და სლამაზის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. ვიღაცას ლაქებისა და ანთების მოშორება სურს, ვიღაცას ფერმიმჭამელებისა და ჭორფლების სამუდამოდ დავიწყება.

კანზე აისახება ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა. იმისათვის, რომ კანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი და ვიკვებოთ სწორად.

კანის სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ვიზრუნოთ მასზე გარაეგანი გზით და გამოვიყენოთ დამატენიანებელი, მკვებავი მალამოები, ნიღბები, სკრაბები, ლოსიონები. ზოგი უპირატესობას კოსმეტოლოგიურ საშუალებებს ანიჭებს, ზოგი კიდევ ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებულ მარტივ და ბიუჯეტურ საშუალებებს იყენებს.

შემოგთავაზებთ გამწმენდი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც მხოლოდ 2 ინგრედიენტებისგან შედგება. ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მოსამზადებლად დაგჭირდებთ შემდეგი ინგრედიენტები: ბანანი ½, საკვები სოდა 1 ჩ. კ.

მომზადების წესი: ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ.  ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენილ სახის კანზე, ყელსა და ხელებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოამზადეთ უმარტივესი გამწმენდი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.