ჩაანაცვლეთ ფქვილი მანის ბურღულით, მოამზადეთ ჰაეროვანი ბისკვიტი და გემრიელი, მსუყე საუზმით გაუმასპინძლდით თქვენს საყვარელ ადამიანებს.
მანის ბურღულის ჰაეროვანი ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: მანის ბურღული 1,5 ჩ. ჭ. (300 გრ), კეფირი 1,5 ჩ. ჭ., კვერცხი 2 ცალი, შაქარი 1 ჩ. ჭ., კარაქი 100 გრ., ვანილი მწიკვი.
მომზადების წესი: მანი და კეფირი აურიეთ, დაამატეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. აიღეთ ცალკე ჭურჭელი და დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქარი, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი. შემდეგ ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ და გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-60 წუთი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!