თავი მუდამ მხნედ, ახალგაზრდად და ლამაზად რომ ვიგრძნო, ამ საშუალებას დღეში 1 ს.კ. ოდენობით ვიღებ

ადამიანის ასკის განსაზღვრა შესაძლებელია კანის მიხედვით, მაგრამ თუ სათანოდ ვიზრუნებთ სახის კანზე და რეგულარულად გამოვიყენებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ საშუალებებს, შევძლებთ, რეალურ ასაკთან შედარებით, 10-15 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ. თაობების მიერ არის დადასტურებული, რომ ყველაფერი ბუნებრივი – ყოველთვის სასარგებლოა.

შემოგთავაზებთ სილამაზის ელექსირის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ორგანიზმის აღდგენასა და გაახალგაზრდავებას.

ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: სელის ზეთი 4/5 ჩ. ჭ., ლიმონი 4 ცალი, ნიორი 3 თავი, თაფლი 1 კგ.

მომზადების წესი: 2 ცალი ლიმონი გაატარეთ კანიანად, ხოლო 2-ქერქის გარეშე. ასევე გაატარეთ ნიორიც. შემდეგ დაამატეთ თაფლი, სელის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი: სამკურნალო ნაზავი მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ს. კ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიიღეთ რეგულარულად, მომზადებული მასის ამოწურვამდე, შიგადაშიგ 1 კვირა დაისვენეთ, შემდეგ კვლავ გააგრძელეთ.

მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ლოსიონი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. სელის ზეთი ხომ მცენარეული ჰორმონია, რომელიც შლის ქოლესტერინის დაფებს, ლიმონთან ერთად წმენდს ნაღვლისა და ღვიძლის სადინარებს.

C ვიტამინით მდიდარი ლიმონი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, სისხლძარღვების კედლებს. ნიორი წმენდს სისხლძარღვებს, ხოლო მიკროელემენტებით მდიდარი თაფლი აღადგენს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. თითოეული ინგრედიენტის შემადგენლობა დატვირთულია მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.