შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებათა შორის საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს, რომლის წყალობითაც თავს დააღწევთ აკნეს, მუწუკებს, ნაწიბურებს, ნაოჭებს და გაითანაბრებთ სახის ფერს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: დარიჩინის ფხვნილი 1 ჩ. კ., მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1 ჩ. კ., თაფლი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესი: მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული ერთგვაროვანი მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი მალამო. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ საღამოს, რათა აირიდოთ მზის სხივების ზემოქმედება.
მოამზადეთ საოცარი ნიღაბი, დაივიწყეთ კომერციული საშუალებები და დაზოგეთ ფული.