შემოგთავაზებთ შოკოლადის მუსისა და ბანანის არომატით გაჯერებული ტორტის რეცეპტს. დესერტი საოცრად გემრიელი და განსაკუთრებულია. შოკოლადის, ბანანისა და ფხვიერი ორცხობილების სრულყოფილი კომბინაცია გულგრილს არავის დატოვებს. და რაც მთავარია, მას არ სჭირდება გამოცხობა. ერთი სიტყვით, მოამზადეთ ტორტი და ზაფხულის ცხელი დღეები ტკბილად გაატრეთ.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 2 ცალი
- ფხვიერი ორცხობილა 200 გრ
- კარაქი 90 გრ
- არაჟანი 400 გრ
- რძე 100 მლ
- ჟელატინი 1 ს. კ. (10 გრ)
- კაკაო 3 ს. კ.
- შოკოლადი ზემოდან მოსართავად
მომზადების წესი:
მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი. შეგიძლიათ ნებისმიერი ორცხობილა გამოიყენოთ. შოკოლადის მუსთან ერთად მარილიანი კრეკერებიც კი ძალიან გემრიელია. თუ გსურთ გაზარდეთ ბანანის რაოდენობა და ტორტი კიდევ უფრო გააგემრიელეთ.
მიჰყევით მოცემულ რეცეპტს და ყველაფერი შეასრულეთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
- ჟელატინს დაასხით 100 მლ წყალი და დაელოდეთ გაფუებას.
- ორცხობილები დატეხეთ ნატეხებად და დააბლენდერეთ ან ცომის გასაბრტყელებელი გამოიყენეთ. თუ თქვენ მეორე ვარიანტს აირჩევთ, ორცხობილები მოათავსეთ ცელოფანში, დადეთ მყარ ზედაპირზე და გაადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი.
- კარაქი გაადნეთ, ჩაყარეთ ნაფშხვენები და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა ფორმაზე გადაიტანეთ, თანაბრად გაანაწილეთ, კოვზის საშუალებით კარგად დაპრესეთ და 10 წუთით შედეთ საყინულეში.
შოკოლადის მუსის მომზადება:
- აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩაასხით გადადუღებული თბილი რძე, დაამატეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- შაქარი რომ გადნება, დაამატეთ კაკაო და გაღვივებული ჟელატინი. განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- მიღებული მასა გააცხელეთ, არ აადუღოთ. დაამატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ.
- შოკოლადის უგემრიელესი კრემიც მზად არის. ბანანი დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
- ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მოაწყვეთ ბანანის ნაჭრები, შემდეგ კი დაფარეთ შოკოლადის კრემით.
- ტორტი კვლავ მაცივარში შედეთ და დატოვეთ 2-3 საათით ან მთელი ღამით, რათა ჟელატინი კარგად გაცივდეს და მუსმა ფორმა შეინარჩუნოს.
- ტორტი გამოიღეთ მაცივრიდან. ფორმას შემოხსენით გვერდები, დესერტი აფრთხილად გადაიტანეთ ლანგარზე და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადით.
ორცხობილების ბაზა, შოკოლადის ნაზი მუსი და მწიფე ბანანის კომბინაცია საოცარ არომატს ქმნის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!