ძვირფასო დიასახლისებო, ამჯერად, შემოგთავაზებთ ლიმონათის ბაზაზე მომზადებული ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც გამოდის არნახულად ფუმფულა და ნაზი.
ყოველთვის, როდესაც გემრიელი ტორტის გამოცხობას ვაპირებ, მხოლოდ ამ რეცეპტს ვიყენებ.
ფუმფულა ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჩ. ჭ. ლიმონათი (ჩემი აზრით, ლიმონის ყველას აჯობებს)
- 4 ცალი კვერცხი
- 3 ჩ. ჭ. ფქვილი
- 1,5 ჩ. ჭ. შაქარი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
- 1 ჩ. ჭ. ზეთი
- გამაფხვიერებელი 10 გრ.
მომზადების წესი:
- კვერცხი კარგად ათქვიფეთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად, დაასხით ზეთი, გაზიანი ლიმონათი და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
- თქვეფთ მიქსერით. მიიღებთ თხელ ცომს. თუ თქვენ ბისკვიტის გამოსაცხობად იყენებთ მულტიქუქერს, გამოაცხვეთ ქვემოთ მოცემული წესის მიხედვით.
- მომზადებული მასა გადაასხით მულტიქუქერის თასში. გამოსაცხობად ჩართეთ 65 წუთზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, კიდევ დაამატეთ 65 წუთი.
- ბისკვიტი მულტიქუქერიდან მომზადებისთანავე არ ამოიღოთ, დატოვეთ კიდევ 20 წუთი. ხოლო ღუმელში გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.
გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ ღუმელშივე. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!