ხაჭოს გემრიელი ორცხლობილები და კექსები განსაკუთრებით შეესაბამება ჩაის საოცარ არომატს.
შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი კექსის რეცეპტს, რომელიც ჩემს ოჯახში ნამდვილ ფავორიტად იქცა. დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 350 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 150 გრ შაქარი
- ვანილი
- 5 კვერცხი
- 150 გრ ფქვილი
- 0,5 ჩ. კ. სოდა
- ქიშმიში ან გარგრის ჩირი
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 3-4 ს. კ. კაკაო
- 100 გრ შაქარი
- 2 ს. კ. კარაქი ან ზეთი
- 1/2 ჩ. ჭ. რძე ან წყალი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი, ვანილი, სოდა, ხაჭო და კარგად ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- შემდეგ შეაზილეთ ფქვილი. ბოლოს დაამატეთ ქიშმიში ან გარგრის ჩირი. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ მომზადებული ცომი და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- მზა კექსს გადაასხით შოკოლადის მინანქარი, რომელიც დესერტის გამოცხობის შემდეგ მოამზადეთ, რადგან ძალიან მალე ცივდება.
გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მე ქიშმიშს არ ვიყენებ, მინანაქრის ნაცვლად კი კექსს შაქრის ფხვნილს მოვაფრქვევ ხოლმე, რადგან ჩაისთან ასე უფრო მომწონს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!