ხაჭოს ეს დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია, მისი გემო კი – დაუვიწყარი

დღეს მსურს, შემოგთავაზოთ უგემრიელესი დესერტის მარტივი რეცეპტი, რომლის მომზადებასაც იოლად გაართმევთ თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხობასთან ვერ მეგობრობთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გემრიელი სასარგებლოცაა!

მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ სამი ინგრედიენტი:

  • 500 გრ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • ვანილი მწიკვი

შესქელებული რძის მოსამზადებელი რეცეპტიც შემოგთავაზეთ და თუ გადახედავთ სტატიებს, შეგიძლიათ ხელნაკეთი შესქელებული რძე გამოიყენოთ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ შესქელებულ რძესთან ერთად, დაამატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმში (საშუალო დიამეტრის). გამოაცხვეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!