ხელნაკეთი მალამო გაგითანაბრებთ კანის ტონს, ნაოჭებსა და ასაკობრივ ლაქებს კი ნაკლებად შესამჩნევს გახდის

გამოცდილებასთან, სიბრძნესთან და ცოდნასთან ერთად წლები გვმატებს ნაოჭებს, ჭაღარასა და ტკივილებს. ეს გარდაუვალი ფაქტია და მას ვერავინ გაექცევა.

პირველი ნაოჭები ჩნდება სახეზე, რაც ქალბატონების უმრავლესობისთვის ნამდვილ კოშმარს წარმოადგენს და ნებისმიერი გზით ცდილობენ მათგან თავის დაღწევას.

უამრავი ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით მოიგვარებთ კანის პრობლემებს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ კანის ელასტიურობის აღდგენას, გამოკვებას, დატენიანებას და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას. მალამო ამცირებს ნაოჭების წრმოქმნას, მოგაშორებთ ასაკობრივ ლაქებს და გაათანაბრებს კანის ტონს.

ნაოჭების საწინააღმდეგო მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს. კ. თაფლი
  • 3 ს. კ. ფარმაცევტული ვაზელინი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში ვაზელინი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
  2. მალამო დაიტანეთ წინასწარ გაიწმენდილ სახის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მალამო გამოიყენეთ ყოველდღიურად და შედეგით ისიამოვნეთ.
  4. მალამო გადაიტანეთ თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

მინდა გითხრათ, რომ ყველა კმაყოფილია, ვინც ეს მალამო გაამოიყენა. შედეგს 7 დღის შემდეგ შეამჩნევთ. მოამზადეთ ხელნაკეთი უმარტივესი მალამო და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.