თუ სახსრების სისუსტე და ტკივილი გაწუხებთ, ლიმონის ცედრა ძალიან შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას

ლიმონი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. არომატული ციტრუსი აქტიურად გამოიყენება კულინარიაშიც.

ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ ლიმონს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ლიმონი მოგიხსნით სახსრების ტივილს. იგი ეფექტურად გამოიყენება გრიპის, გაციების, ლარინგიტის, ბაქტერიული ინფეციების სამკურნალოდ, არტერიული წნევის დასარეგულირებლად, მოგიგვარებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუქციონირებას, წმენდს და კურნავს კანს.

ამჯერად, ვისაუბრებთ ლიმონის საოცარ უნარზე. ყოვლისშემძლე ციტრუსს შეუძლია გაგთავისუფლოთ სახსრების ტკივილისგან.

გამოიყენეთ ლიმონის ცედრა და დაივიწყეთ სახსრების ტკივილი. სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ საშუალებათა რეცეპტებს.

რეცეპტი N1

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი (ექსტრა ვირჯინი)
  • 2 ცალი ლიმონი
  • ევკალიპტის ფოთლები მუჭა  (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გამხმარი, ისე ნედლი)

მომზადების წესი:

  1. აიღეთ 1 ლიტრიანი მინის ქილა. ქილაში მოათავსეთ ლიმონის კანები, ევკალიპტის ფოთლები და გაავსეთ ზეითუნის ზეთით.
  2. ქილას მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ 2 კვირა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მომზადებულ  ნაზავში გააჯერეთ მარლის საფენი, გაწურეთ, დაიფინეთ დაავადებულ ადგილზე, დაითბუნეთ შალის ქსოვილით და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.

რეცეპტი N2

შემოგთავაზებთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალ
  • 2 ცალი ლიმონის ქერქი
  • თაფლი

მომზადების წესი:

ლიმონის კანებს დაასხით წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაამატეთ თაფლი და მიირთვით.

აი, რა სარგებელს მიიღებს თქვენი ორგანიზმი თუ ბუნებრივი ინგრედიდნტებით გაჯერებულ ჩაის რეგულარულად მიიღებთ: ჩაი გაგათავისუფლებთ ხელისა და ფეხის სახსრების ტკივილისგან, მეტეორიზმისგან, ნაწლავური ანთებისგან, წმენდს სისხლს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს არტერიულ წნევას, მოგიხსნით დაძაბულობას, თავის ტკივილს. შემოთავაზებული საშუალება ბუნებრივი დეტოქს სასმელია.

მოამზადეთ მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.