ხაჭოს ფაფუკი და გემრიელი ნამცხვარი, რომელსაც არ სჭირდება ფქვილი, მანი და შაქარი

შემოგთავაზებთ ხაჭოს დესერტის რეცეპტს. ეს გემრიელობა შეგიძლიათ თამამდ მიირთვათ ნებისმიერ დროს, რადგან არ შეიცავს ფქვილსა და შაქარს. ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გემრიელი, სასარგებლოცაა.

დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 250 გრ ხაჭო
  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ბანანი
  • ვანილი
  • დარიჩინი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული და ცილა გამოყავით. ათქვიფეთ ხაჭო, რძე, ბანანი და კვერცხის გულები. უმჯობესია, თუ ხელის ბლენდერს გამოიყენებთ. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის მასას.
  2. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოიან მასას. მზა მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში და გამოაცხვეთ 160-170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.

გააგრილეთ, ზემოდან თხლად გდაუსვით ცოტა თაფლი და გემრიელად მიირთვით.