მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს ხვეული ან ხუჭუჭა თმა. ამის გამო, ახალგაზრდა ქალები ჯიუტად იბრძვიან და დიდ დროს და ფინანსებს ხარჯავენ, რათა მიიღონ გლუვი, სწორი თმა.
დღეს ვისაუბრებთ ზოგადად თმის გასწორებაზე, ასევე კერატინის გამოყენებაზე, რომელიც ბევრ ჰოლივუდურ ვარსკვლავს უყვარს.
კერატინით გასწორება, რომლის დადებით და უარყოფით მხარეებზე დღეს სტატიაში ვისაუბრებთ, არის თმის გაჯერება თხევადი კერატინით.
გახსოვდეთ, რომ ამგვარ გასწორებამდე აუცილებელია სკალპის პილინგის გაკეთება, რათა უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს გასწორების შედეგზე.
კერატინის უპირატესობები
1. კერატინის გასწორების შემდეგ, თმა მართლაც რბილი და მბზინვარე ხდება, ისითი როგორიც რეკლამებშია.
2. თხევადი კერატინი ავსებს თმის დაზიანებულ ადგილებს, რაც ხელს უწყობს თმის დამორჩილებას.
3. კერატინი, არა მხოლოდ არბილებს და ასწორებს თმას, არამედ აშორებს დაზიანებულ თმას, რომელიც ასე სძულს ბევრ ახალგაზრდა ქალბატონს.
4. დაზიანებული თმის მოვლის უფრო ეფექტური მეთოდი არ არსებობს.
5. სათანადო ზრუნვით, ეფექტს, რომელსაც კერატინი გვაძლევს, გრძელდება 3 თვემდე.
კერატინის უარყოფითი მხარეები
1. ეს პროცედურა ძვირია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო საშუალებები და თავად გააკეთოთ ის სახლში, მაგრამ ექსპერტები ნამდვილად არ გირჩევენ ასეთ ექსპერიმენტებს.
2. ეფექტის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენი თმის ხარისხზე. ზოგიერთი ქალი ირწმუნება, რომ თმის პირველივე დაბანის შემდეგ ის თითქმის იგივე ხდება.
3. პროცედურა ტარდება თმის გათბობით, საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე, რამაც, ასევე, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ხარისხზე.
4. გახსოვდეთ, რომ კერატინით გასწორება თმას არ აღადგენს, ის მათ მხოლოდ ჯანსაღ სახეს აძლევს. ამიტომ, ბოლომდე არ უნდა დაეყრდნოთ ამ პროცედურას.
5. გასწორების პროცესი საკმაოდ ტოქსიკურია და, შესაბამისად, არც ისე უსაფრთხო.
6. გამოყენებული კერატინის რაოდენობა მნიშვნელოვნად ამძიმებს თმას, ეს კი დამატებით ტვირთს ქმნის თმის ფოლიკულებზე. როგორც ვიცით, ისინი თმის ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ მოვლის კარგი საშუალებები მარტივად შეცვლის ყველა ძვირადღირებულ მანიპულაციას, რაც სილამაზის სალონებში ტარდება.
გაჩნდა ახლა ტენდენცია, თმას დაუბრუნონ ბუნებრივი შესახედაობა. ქალები მთელ მსოფლიოში იწყებენ საკუთარი თმის ტექსტურის დაფასებას.
მერწმუნეთ, თქვენი ტალღოვანი თმა, რომელსაც კარგად მოუვლით, ბევრად უფრო კარგი შესახედავი იქნება.