თუკი სავარჯიშო დარბაზს სტუმრობთ, მაშინ აუცილებლად გეყოლებათ შემჩნეული ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გარემოს ეტიკეტს არ იცავენ და სახლში წასვლას განდომებენ. ამ სიაში სწორედ ისეთი 8 წესია მოცემული, რომლის დაცვაც ასეთი ადამიანის სტატუსის მინიჭებისგან დაგიცავთ. მათი დახმარებით დარბაზში გატარებულ დროს უფრო სასიამოვნოდ აქცევთ თქვენთვისაც და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც.
არ დატოვოთ სავარჯიშო მოწყობილობები ოფლიანი
ვარჯიშის დროს ოფლიანობა მისაღებია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი ოფლის კვალი არ დატოვოთ სავარჯიშო მოწყობილობებზე. აუცილებლად გაწმინდეთ მისი კვალი ვარჯიშის შემდეგ, რადგან მოწყობილობების უმრავლესობა ტყავითაა დაფარული და მათზე კვალი ადვილად რჩება.
არ დააკავოთ მოწყობილობები, თუკი მათ არ იყენებთ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ იკავებენ მოწყობილობებზე ადგილს. ისინი ხშირად მობილურით ერთობიან, სურათებს იღებენ და საერთოდ არ ახსოვთ ვარჯიში. ამ დროს მათ შეიძლება უამრავ ადამიანს შეუშალონ ხელი ვარჯიშში. შესაბამისად, დარბაზში ყოფნისას ნუ დააკავებთ აქსესუარებს იმ შემთხვევაში, თუკი მათი გამოყენება არ გჭირდებათ სავარჯიშოდ.
ტელეფონზე ლაპარაკი
სავარჯიშო დარბაზებში ერთ-ერთ ყველაზე გამაღიზიანებელ ადამიანებად ითვლებიან ისინი, ვინც დარბაზში სხვების გასაგონად საკმაოდ ხმამაღლა და გამაღიზიანებლად საუბრობს ტელეფონზე დიდი ხნის განმავლობაში. ასევე იგივე კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც მუსიკას ყურსასმენების გარეშე უსმენს სხვების გასაგონად.
ხელსაწყოები ყველასია
აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ დარბაზში ყველას აქვს უფლება სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენების. ამიტომ მაგალითად ნუ დააკავებთ სარბენ ბილიკს 2 საათით, თუკი ხედავთ რომ მისი გამოყენების მსურველების რიგი დგას.
გირების დატოვება არასწორ ადგილას
თუკი ბავშვობაში გასწავლეს, რომ თქვენი სათამაშოები იატაკზე უპატრონოდ არ უნდა მიმოყაროთ, მაშინ უნდა დაიმახსოვროთ, რომ დარბაზშიც იგივე წესი ვრცელდება. გირების აღებისას აუცილებელია ისინი დააბრუნოთ თავის ადგილას ვარჯიშის დასრულების შემდეგ, რადგან მათი უპატრონოდ დატოვების შედეგად შეიძლება ვინმე დაზიანდეს.
სხვების შეწუხება
ერთი მოწყობილობის 1 საათით დაკავება არასწორია, თუმცა ასეთი ადამიანის გვერდით ხელებგადაჯვარედინებული დადგომა და გაბრაზებული სახის მიღება მასზე ზეწოლისთვის ასევე უხეში საქციელია.
დაგვიანება
ნუ დააგვიანებთ სავარჯიშო კურსებზე. მნიშვნელობა არ აქვს მთელი კლასი გელოდებათ თუ მხოლოდ თქვენი პირადი მწვრთნელი, დაგვიანება მაინც საკმაოდ არასწორი საქციელია. თუკი დაგვიანებით შეუერთდებით ვარჯიშს, ეცადეთ მინიმალურად შეაწუხოთ ვარჯიშის მიმდინარეობა და ინსტრუქტორი.
სავარჯიშო დარბაზის გასახდელი თქვენი პირადი სააბაზანო არ არის
ასეთ ადგილებში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც გასახდელში შიშველი დადის თავისუფლად და სხვებს დისკომფორტს უქმნის. ასევე ზოგიერთი ადამიანი საერთო საშხაპეში გაპარსვასაც კი არ ერიდება და საკუთარ თმებსაც კი ტოვებენ ძირს. ასეთი ადამიანები ყველას უდიდეს პრობლემას უქმნის, ამიტომაც ყოველთვის პატივი ეცით საჯარო სივრცის ეტიკეტს. გაუფრთხილდით სხვის პირად სივრცესა და დროს.