შემოგთავაზებთ ხრაშუნა და არომატული კიტრის მწნილის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება სტერილიზაცია და ძმარი.
კიტრის მწნილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები (გათვლილია 3 ლ ქილისთვის):
- კამის 2 ქოლგა
- პირშუშხას 2-3 ფოთოლი
- მუხის
- ალუბლისა და მოცხარის 2-2 ფოთოლი
- დაფნის 2-3 ფოთოლი
- შავი პილპილის 5-6 მარცვალი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ცალი მიხაკი
- 1 ცალი მწარე წიწაკა
- კიტრi
- მდოგვის ფხვნილი 2 ს. კ.
- მარილი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- ქილაში ჩააწყვეთ კამა პირშუშხასმოცხარისალუბლის დაფნის, მუხის ფოთლები, ნიორი, მიხაკი, მწარე წიწაკა.
- შემდეგ მჭიდროდ ჩააწყვეთ კიტრები. წყალი აადუღეთ (3 ლ-იან ქილას დასჭირდება 1,5 ლ წყალი) დაამატეთ მარილი.
- მომზადებულ მარილწყალი დაასხით კიტრს. ქილას დაახურეთ პლასმასის ხუფი და 2 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- დუღილის პროცესში მოყენებული ქაფი მოხადეთ და ორი დღის შემდეგ დაამატეთ 2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი. ქილას დაახურეთ ხუფი და შეანჯღრიეთ. კიტრი გააჩერეთ 5-6 საათი.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მარინადი გადმოასხით ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 5-7 წუთი, დაასხით კიტრს და მოხუფეთ.ქილა ამოაბრუნეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.