შოკოლადის ტორტი ბაუნტი, რომელიც იმდენად ნაზი და მსუბუქი გამოდის, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი ტორტის, ,,ბაუნტის“, რეცეპტს. ფუმფულა და ჰაეროვან ბისკვიტებს საოცრ არომატს ჰმატებს ქოქოსის ფანტელებით გაჯერებული კრემი.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • კაკაო 3 ს. კ.
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • ვანილი

კრემისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 150 გრ
  • ქოქოსის ფანტელი 200 გრ
  • რძე 250 მლ
  • შაქარი 150 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე. ფქვილი გაცერით, დაამატეთ კაკაო, აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას (გამოიყენეთ ნიჩაბი).
  2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ცხიმწასმული ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი, თანაბრად გაანაწილეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

კრემის მომზადების წესი:

  1. კრემი განსხვავებულია, რადგან არ სჭირდება ფქვილი და სახამებელი. სწორედ ამიტომ, არის იგი ჰაეროვანი, საოცრად მსუბუქი და გემრიელი.
  2. რძეს დაამატეთ კარაქი, შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი, შემდეგ დაამატეთ ქოქოსის ფანტელები, კარგად აურიეთ და ადუღეთ 15 წუთი.
  3. ბისკვიტი გაყავით ორ ნაწილად. გაგრილებული კრემი მთლიანად დაიტანეთ ბისკვიტის ქვედა ფენაზე, დაადეთ მეორე ნაწილი, ზემოდან გადაუსვით შოკოლადის მინანქარი და მოაფრქვიეთ ქოქოსის ფანტელები.

მოამზადეთ ეს საოცრება, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!