ღრმა სიბერემდე თავი მხნედ და ძლიერად რომ იგრძნოთ, მიირთვით ჭარხლის სალათი

ჯანმრთელობის შენარჩუნება ყველაზე მთავარი საზრუნავია. ასაკთან ერთად იმატებს სახსრების ტკივილი, მხედველობის პრობლემები, უარესდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება, ქვეითდება სმენა და თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მრავალი პრობლემა.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ახალგაზრდებიც უჩივიან ჯანმრთელობას და მათაც აღენიშნებთ ზემოთ მოცემული სიმპტომები. მთავარი მიზეზი არის არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. ნუ მოადუნებთ ყურადღებას, ივარჯეშეთ, იკვებეთ სწორად, მიიღეთ ჯანსაღი საკვები და შიგადაშიგ გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები.

შემოგთავაზებთ ჭარხლის ბაზაზე მომზადებული სალათის რეცეპტს, რომელსაც ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის.

ჭარხალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აღგავსებთ ენერგიით. იგი შეიცავს ამინომჟავებს, ტრიპტოფანსა და ბეტაინს, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. სწორედ ამ თვისებების წყალობით, ჭარხალი უაღრესად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჭარხალი 2-3 ცალი
  • ხახვი 2 თავი
  • მარილი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი
  • ვაშლის ძმარი

მომზადების წესი:

  1. ჭარხალი გათალეთ და მოხარშეთ. წყალს დაამატეთ მწიკვი მარილი.
  2. ჭარხალი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი გემოვნებით.
  3. ინგრედიენტები ნაზად აურიეთ და გააჩერეთ 1 საათით.
  4. მოამზადეთ უმარტივესი სალათი, რომლის საშუალებითაც გაიწმენდთ ნაწლავებს, ღვიძლს, გაიუმჯობესებთ მხედველობას, დაიკლებთ წონაში.

მიირთვით შემოთავაზებული სალათი და რამდენიმე დღეში ორგანიზმს სასიკეთო ცვლილებებს შეატყობთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!