5 საკვები პროდუქტი, რომელიც გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და გაგიძლიერებთ კუნთებს

658

რეგულარულად გამოიყენეთ ცილით მდიდარი პროდუქტები, შეივსეთ სასარგებლო ნივთიერების დეფიციტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

ეს არ არის ჭეშმარიტება, რომ ადამიანი ჯანმრთელი ვერ იქნება თუ მისი კვების რაციონი არ არის დატვირთული კვერცხით, ხორცით, რძის პროდუქტებით. თუ კვების რაციონი სწორად გაქვთ შერჩეული, მცენარეული პროდუქტებითაც შეძლებთ ორგანიზმის ბალანსის შენარჩუნებას

მცენარეული პროდუქტები არ შეიცავს მავნე გაჯერებულ ცხიმებს, რომელიც კეტავენ არტერიებს, იწვევენ ჰიპერტენზიის პროვოცირებას და ა. შ.

ბევრი სპორტსმენის კვების რაციონი დატვირთულია მცენარეული პროდუქტებით, რომლებიც ყოველგვარი უარყოფითი ზემოქმედების გარეშე ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შექმნას.

სტატიაში წარმოგიდგენთ 5 საკვებ პროდუქტს, რომელიც ცილის მაღალი შემცველობის ხარჯზე წმენდს სისხლძარღვებს და აძლიერებს კუნთებს.

1. კინოა – ფინჯანი შეიცავს 11 გრ ცილას

  • დაამატეთ თქვენი კვების რაციონს კიონა-სასარგებლო, მაღალი საკვები ღირებულებით გაჯერებული მარცვლეული.
  • კინოა ვეგანური კერძისთვის კარგი საფუძველია და გემრიელი საუზმეც გამოგივათ ხილთან და მცენარეულ რძესთან ერთად.

2. ოსპი – ერთი ფინჯანი შეიცავს 17,9 ცილას

  • ოსპი ცილით მდიდარი საკვები პროდუქტია.
  • რეკომენდებულია სხეულის თითოეულ კილოგრამზე 0,8 გრ ცილის მიღება.

3. ლობიო – ფინჯანი შეიცავს 12-15 გრ ცილას

ფინჯანი ლობიო (შავი, წითელი, მაში (კუჭშავა ლობიო), პინტო) შეიცავს 12-15 გრ ცილას. დაამატეთ ის კვების რაციონს და გაიმდიდრეთ ორგანიზმი ცილით.

4. 10 გრ სპირულინა შეიცავს 6 გრ ცილას

ამ მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარეებს აქვს ბიოშეღწევადი სრული ცილა, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავებს. ბუნებრივ პროდუქტთა შორის იგი შეიცავს ცილის ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს. შედეგად, იგი მცენარეული ცილის ამოუწურავი წყაროა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

5. 3 სუფრის კოვზი კანაფის თესლი შეიცავს 16 გრ ცილა

კანაფის თესლი მდიდარია ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. კანაფის თესლი კიდევ ერთი ბიოშეღწევადი ცილაა. შეგიძლიათ ცილით გაჯერებული ეს პროდუქტი მცირე რაოდენობით დაამატოთ კერძებს, სალათებს, სმუზებს.

მცენარეული ცილის ბუნებრივი წყაროებია:

  • კომბოსტო 4,5%
  • სოკო 3,8%
  • ოხრახუში 3,4%
  • მწვანე პიმპილი 2,2%
  • იასმნისფერი კომბოსტო 2,2%
  • ყვავილოვანი კომბოსტო 4,0%
  • კიტრი 2,4%
  • პამიდორი 1,8%

არ ინერვიულოთ თუ არ გიყვართ ხორცი, კვერცხი და რძის ნაწარმი, მიიღეთ მცენარეული პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია ცილით, შეივსეთ მისი დეფიციტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.