ბოლოკი სასარგებლო მცენარეა, რომელიც გაჯერებულია ცილებით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორით, უჯრედისით, C ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით, ნიკოტინის მჟავით, ფერმენტებითა და მრავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებით. იგი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ასწრაფებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბოლოკის წვენს უძველესი დროიდან იყენებდნენ დამწვრობების სამკურნალოდ და ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად.
ბოლოკი მდიდარია წყლითა და ბოჭკოებით, ამიტომ აქტიურად გამოიყენება გასახდომი სალათების მოსამზადებლად. იგი გაჯერებულია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტური თვისებებით, ამიტომ ბოლოკი ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების გამოსადევნად საუკეთესო საშუალებაა. გაითვალისწინეთ, რომ ტოქსინები ორგანიზმში ხვდება გადამუშავებული საკვებიდან, ცხიმიანი პროდუქტებიდან და ა.შ.
- ანტიოქსიდანტური თვისებებით მდიდარი ბოლოკი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
- ბოლოკი ხელს უწყობს კოლაგენისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოებას, კბილების, თმისა და ფრჩხილების გაძლიერებას.
- ბოლოკი ხელს უწყობს მოხმარებული რკინისა და სხვა საკვები ნივთიერებების შთანთქვას.
- ის ზრდის ჩვენს წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ, და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ბოლოკის ბაზაზე მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც მოიგვარებთ ნაწლავების ისეთი პრობლემებს, როგორიცაა, ყაბზობა და მეტორიზმი.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ცალი (დიდი) ლიმონის წვენი
- 3 ცალი (დიდი) წითელი ბოლოკი
- გახეხილი ჯანჯაფილი 1 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
- გაწმენდილი წყალი 200 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, ბოლოკი დაჭერით და ჩაყარეთ ბლენდერში, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- ყოველდღიურად მიიღეთ ნარევის 3-4 ს. კ. (თქვენთვის ხელსაყრელ დროს). ეს საკმარისზე მეტი იქნება ნაწლავის აქტივობის ნორმალიზებისთვის.
- არ დაგავიწყდეთ, აუცილებელია, რომ ყოველდღიურად 2 ლ წყალი უნდა მიიღოთ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სასურველი შედეგის მიღებამდე.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ თქვენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები აღგენიშნებათ, გამოიყენეთ ბოლოკის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნარევი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.