ფორთოხალი საოცრად გემრიელი და წვნიანი ციტრუსია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, სწორედ ამიტომ, ფორთოხალი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის საუკეთესო მოკავშირეა. იგი გაჯერებულია A, B, C_ვიტამინებით, მინერალებით, როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი.
ფორთოხლის რეგულარულად გამოყენაბა დაგვიცავს მრავალი დაავადებისგან. ფორთოხლის ფინჯან წვენს ბევრად უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე C ვიტამინის დანამატების მიღებას.
მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ფორთოხლის სარგებლის შესახებ და განსაზღვრეთ არის თუ არა ამ ციტრუსის მიღება აუცილებელი.
1. აძლიერებს იმუნურ სისტემას
ფორთოხალი ლიმონზე მეტ C ვიტამინს შეიცავს. C ვიტამინი ეს მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემისთვის. ფორთოხალი გაჯერებულია A ვიტამინით, სპილენძით, ფოლიუმის მჟავით. ეს სასარგებლო საკვები ნივთიერებები აუცილებელია ორგანიზმის დამცავი მექანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის.
2. ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ფორთოხლის წვენის ფლავონიდები ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და კარგი ქოლესტერინის დონეს კი ზრდის. გარდა ამისა, ეს ნაყოფი შეიცავს პექტინს, ხსნად ბოჭკოს, რომელიც ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.
3. აფერხებს დაბერებას
ანტიოქსიდანტებით მდიდარმა ფორთოხალმა გამაახალგაზრდავებელი ხილის ტიტული მოიპოვა.
4. ხელს უწყობს გახდომას
ფორთოხალი წონის კორექციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ბოჭკოებით დატვირთული ფორთოხალი განაყრებთ, ხოლო ვიტამინი C ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.
მიიღეთ ფორთოხლის ცედრის ჩაი, რადგან ის ეხმარება ორგანიზმს შეამციროს ცხიმის შეწოვა.
ჩაის მოსამზადებლად აადუღეთ 500 მლ წყალი, დაამატეთ ფორთოხლის 1 ს. კ. ცედრა, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ 1 ჩ. კ. მწვანე ჩაი, დააყოვნეთ 30 წუთი და მიიღეთ ჭამის შემდეგ 100 მლ.
5. აახალგაზრდავებს კანს
C ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისებები ებრძვის კანის დაზიანებებს. მეორე მხრივ, C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობასა და ელასტიურობას.
შემოგთავაზებთ ფორთოხლის ცედრის ბაზაზე მომზადებული სახის კანის ნიღაბს, რომელიც აფერხებს ნაოჭების გაჩენას, აახალგაზრდავებს და აღიავებს კანს.
სახის კანზე შეიზილეთ იოგურტში არეული ლიმონის ცედრა და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
6. ხელს უწყობს კიბოს პრევენციას
ანტიოქსიდანტები ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევს კიბოს განვითარებას. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ფორთოხლის რეგულარულად მიღება, ამცირებს ლევკემიის განვითარების რისკს.
7. ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას
ანტიოქსიდანტების, ფოლიუმის მჟავისა და კალიუმის შემცველობის წყალობით ფორთოხალი გულის მკვებავი პროდუქტია. ანტიოქსიდანტები, განსაკუთრებით C ვიტამინი, იცავს არტერიებს თავისუფალი რადიკალებისგან და ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა, ეს ხილი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, ხელს უშლის თრომბოციტების დაგროვებას და აძლიერებს სისხლძარღვებს, რომლებიც ატარებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს სხეულის უჯრედებში.
8. გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან
ფორთოხალი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და წმენდს ორგანიზმს. 1 ცალი ფორთოხალი დაჭერით, დაამატეთ ნახევარი კიტრი და დააბლენდერეთ. ნარევი მიიღეთ უზმოზე.
9. მხედველობის დამცველი
კაროტინოიდები, რომლებსაც ფორთოხალი შეიცავს, ხელს უშლის თვალის ქრონიკული დაავადებების განვითარებას.
10. გამოდევნის ზედმეტი სითხეს
ფორთოხალს აქვს შარდმდენი ეფექტი. დეტოქს სასმელის მოსამზადებლად აიღეთ 2 ცალი ფორთოხალი, დაჭერით, ჩაყარეთ ბლენდერში, დაამატეთ ნახევარი ფინჯანი ნებისმერი კენკრა და დააბლენდერეთ. ნარევი მიიღეთ უზმოზე.
11. ხელს უშლის პროსტატის პრობლემების განვითარებას
ამ ხილის შემადგენლობაში შემავალი ლიმონმაჟავა ასტიმულირებს შარდის ბუშტის ფუნქციას და აქრობს პროსტატას. ყველა ხილი, რომელიც შეიცავს ლიმონმჟავას ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს.
12. გაგათავისუფლებთ ართრიტისგან
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თუ ყოველდღიურად მიიღებთ ფორთოხლის ნატურალურ წვენს, შეამცირებთ რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს. C ვიტამინი და სხვა ფიტონუტრიენტები, როგორიცა ზეაქსანტინი, იცავს სახსრებს ანთებით გამოწვეული ჟანგვითი დაზიანებისგან. სასურველია, დღეში მიიღოთ 1 ჩ. ჭ. წვენი.
13. ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას
C ვიტამინი, რომელიც უხვად არის ფორთოხლის ცედრაში ხელს უწყობს შარდში ციტრატის რაოდენობის გაზრდას, რაც ამცირებს თირკმელებში კენჭების გაჩენის შანსს.
14. ფორთოხალი ხველის წინააღმდეგ
შემოგთავაზებთ კლასიკურ რეცეპტს, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. მოამზადეთ ფორთოხლის ცედრის ნახარში, რომელიც მოგიხსნით ხველას და გაგათავისუფლებთ ლორწოსგან.
ქვაბში ჩაასხით ლიტრა-ნახევარი წყალი და აადუღეთ, დაამატეთ 1 ს. კ. ფორთოხლის ცედრა, 2-3 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გააგრილეთ და გადაწურეთ. ნახარში შეათბეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი და ფინჯანი ჩაი მიიღეთ ძილის წინ, რადგან, სწორედ ამ დროს, ძლიერდება ხველა, რაც ძალიან აღიზიანებს ყელს. დალიეთ ჩაი და მთელი ღამე მშვიდად დაიძინეთ.
15. პირის ღრუს უსიამოვნო სუნის (ჰალიტოზი) წინააღმდეგ
თუ პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მიზეზი კუჭის პრობლემები არის, მოამზადეთ შემდეგი ნარევი:
10 გრ ფორთოხლის ცედრას დაამატეთ 10 გრ ავშანი (აბზინდა) და 1 ლ თეთრი ღვინო, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 3-5 წუთი. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1-2 ს. კ. ჭამის შემდეგ დღეში 3-4-ჯერ.
მიირთვით უგემრიელესი ფორთოხალი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები!