ტორტების, ნამცხვრების, ორცხობილების მოსამზადებლად აქტიურად ვიყენებთ შოკოლადის გემრიელ და არომატულ მინანქარს.
სტატიაში შემოგთავაზებთ რანდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა დახმარებითაც მოამზადებთ შოკოლადის სარკესავით ბრჭყვიალა მინანქარს. არა მარტო ვიზუალი, მინანქარს გემოც განასუთრებული უნდა ჰქონდეს.
1. შოკოლადის მინანქრი
ყველაზე მარტივი მინანქარი მზადდება შაქრისგან, წყლისგან და კაკაოსგან.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკაო 2 ს. კ.
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- წყალი 3 ს. კ.
- კარაქი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში აურიეთ კაკაო, შაქარი, წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ კარაქი, განუწვეტლივ ურიეთ და ადუღეთ 1 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა ხანს გააჩერეთ, რადგან ცხელი ძალიან თხელია. როდესაც მინანქარი დაიწყებს გასქელებას, დაიტანეთ ნამცხვარზე და სწრაფად გაანაწილეთ.
2. შოკოლადის მიმნანქარი არაჟნით
მინანქარი არაჟნით თავისი სპეციფიკური სიმჟავით თითქოს მწარე შოკოლადს ჰგავს.
ამ გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 100 გრ არაჟანი
- 2 ს. კ. შაქარი
- 2 ს. კ. კარაქი
- 3 ს. კ. კაკაო
მომზადების წესი:
არაჟნი, შაქარი, კაკაო აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. როგორც კი მინანქარი ადუღდება, დაამატეთ კარაქი და ადუღეთ 1 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა ხნით გააჩერეთ და გამოიყენეთ თქვენი საყვარელი ნამცხვრების მოსართავად. ეცადეთ, მინანაქარი არ გაგიცივდეთ, რადგან ძალიან სქელდება.
3. შოკოლადის მინანაქარი სახამებლით
შემოგთავაზებთ ორიგინალურ მეთოდს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ მოამზადოთ მინანაქარი, რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება. მის მოსამზადებლად არ გჭირდებათ არაჟანი და კარაქი. მინანქარი სწრაფად არ სქელდება.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ს. კ. კარტოფილის სახამებელი
- 3 ს. კ. კაკაო
- 3 ს. კ. შაქრის ფხვნილი
- 3 ს. კ. წყალი
მომზადების წესი:
თასში ჩაყარეთ შაქრის ფხვნილი, სახამებელი და კაკაო. დაამატეთ ძალიან ცივი წყალი და კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა და მინანქარიც მზად არის.
შეგიძლიათ საჭიროების მიხედვით გაზარდოთ ინგრედიენტთა რაოდენობა.
4. შოკოლადის მინანქარი
იხილეთ კიდევ ერთი რეცეპტი, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ ცივ მინანაქრს.
- 0,5 ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი
- 0,5 ჩ. ჭ. რძე
- 3 ს. კ. კაკაო
- 1,5 ს. კ. კარაქი
- ვანილი
მომზადების წესი:
კაკაოსა და შაქრის ნარევს დაამატეთ თბილი რძე და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი, ვანილი და კარგად შეაზილეთ. მიიღებთ პრიალა მინანქარს.
5. მინანაქარი მწარე შოკოლადით
მოცემული რეცეპტის მიხედვით, მინანაქრი შეგიძლიათ მოამზადოთ მიკროტალღურ ღუმელშიც.
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ს. კ. კარაქი
- 3 ს. კ. რძე
- 3 ს. კ. კაკაო
- 0,5 ჩ. ჭ. შაქარი
- ნახევარი ფილა მწარე შოკოლადი
მომზადების წესი:
გააცხელეთ რძე და გაადნეთ მასში შაქარი. კაკაოს დაამატეთ დარბილებული კარაქი აურიეთ და დაამატეთ რძისა და შაქრის ნარევი. ნარევს დაამატეთ შოკოლადი და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში. 2-3 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და აურიეთ.
6. მწარე შოკოლადის მინანქარი
მწარე შოკოლადით მომზადებული მინანქარი შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. მოცემულ მინანქარს ძალიან უხდება ქოქოსის ფანტელები.
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ფილა მწარე შოკოლადი
- 0,5 ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი
- 2 ს. კ. რძე
როგორ მოვამზადოთ მწარე შოკოლადის მინანქარი?
შოკოლადი დაატეხეთ და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. რძე და შაქარის ფხვნილი აურიეთ და დაამატეთ გამდნარ შოკოლადს. დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, აადუღეთ, სანამ მინანქარი არ გასქელდება.
7. შოკოლადისა და თხილის მინანქარი
მინანქარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 50 გრ კარქი
- ნახევარი ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი
- 1 ფილა თეთრი შოკოლადი
- 1 ჩ. კ. რძე
- თხილეული (ნებისმიერი)
- ვანილი
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი, დაამატეთ დარბილებული კარაქი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ დაამატეთ შაქრის ფხვნილი, დაჭრილი თხილი, რძე, ვანილი, კარგად აურიეთ და მინანქარი გადმოდგით ცეცხლიდან.
შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკებს:
- იმისათვის, რომ თქვენმა ექსპერიმენტებმა გაამართლოს და მოამზადოთ გემრიელი და ელვარე მინანქარი, გაითვალისწინეთ გამოცდილი საკონდიტრო მზარეულების რჩევები:
- თავდაპირველად, ნამცხვარზე დაიტანეთ მინანქრის თხელი ფენა და ზემოდან გადაუსვით სქელი ფენა.
- ძალიან ცხელი მინანქარი არ გამოიყენოთ ნამცხვრის დასაფარად. დაელოდეთ ცოტა ხანს გაგრილდეს.
- შაქრის ფხვნილის ბაზაზე მომზადებული ცივი მინანქარი მომზადებისთანავე გამოიყენეთ, რადგან მალე სქელდება.
- შოკოლადის მინანაქრს ძალიან უხდება ქოქოსის ფანტელები, ვანილი, რომი ან კონიაკი.