კარგი მეხსიერება და სიმხნევე ღრმა სიბერემდე რომ შეინარჩუნოთ, მიიღეთ საშინაო საშუალება

თუ თქვენ გრძნობთ სისუსტეს, დაღლილობას, ატყობთ, რომ რაღაცეები გავიწყდებათ, აქტიური მოქმედებისთვის არ გაქვთ მოტივაცია, აუცილებლად შეიმოწმეთ რკინის დონე.

რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, უფრო მძიმე დეფიციტმა კი_ანემია.

რკინის დეფიციტის შევსება მედიკამენტებითაც შეგიძლიათ, მაგრამ ზოგიერთ დანამატს შეუძლია არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.

ბუნება შემოქმედია, მდიდარია ნატურალური საშუალებებით, რომელთა წყალობითაც მარტივად, უსაფრთხოდ შეძლებთ რკინის დეფიციტის შევსებას და ორგანიზმს გაიმდიდრებთ უამრავი სასარგებლო ნივთიერებით.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ჩაის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ რკინის დეფიციტის შევსებას.

ბევრი ექიმი-ნატუროპათი ურჩევს თავის პაციენტებს მოცემული საშუალების მიღებას, მაგრამ გაითვალისწინეთ, მკურნალობის ეს მეთოდი არ გამოგადგებათ თუ თქვენ რკინის კრიტიკულად დაბალი დონე აღგენიშნებათ.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი
  • 1 ჩ. კ. ხმელი ან ახალი ჭინჭრის ფოთლები (სასურველია მოსავლის მაისში აღება)
  • 1 ს. კ. თაფლი
  • ლიმონის ან ფორთოხლის წვენი (სურვილისამებრ)

მომზადებისა და მიღების წესები:

წყალი აადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ჭინჭარი და დააყოვნეთ 5-7 წუთი, გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი, აურიეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას!