მშრალი შამპუნის მარტივი რეცეპტი, რომელიც საგანგებო სიტუაციებში ძალიან დაგეხმარებათ

შემოგთავაზებთ მშრალი შამპუნის რეცეპტს, რომელიც  დაგეხმარებათ საგანგებო სიტუაციაში მოიწესრიგოთ თმა,  ვარცხნილობა, შეჰმატოთ თმას მოცულობა და დააბალანსოთ თმის ცხიმიანობა.

მშრალი შამპუნი საუკეთესო რესურსია, თქვენი დამხამრეა, რომელიც მუდმივად უნდა გქონდეთ ჩანთაში, რათა გამოუვალ მდგომარეობაში შეძლოთ თმის პრობლემის მოგვარებას.

მშრალი შამპუნის დახმარებით:

  • თმას მიანიჭებთ მოცულობას
  • დააბალანსებთ თმის ცხიმიანობას
  • თმას მიანიჭებთ ჯანსაღ იერს

მშრალი შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბრინჯის ფქვილი 2 ს. კ.
  • სიმინდის სახამებელი 2 ს. კ.
  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • პიტნის ან ლიმონის, ან ლავანდის ეთერზეთი 5 წვეთი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გადაიტანეთ მინის პატარა თავდახურულ ქილაში.

გამოყენების წესი:

ნარევი დაიტანეთ  თავის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე და შემდეგ მთელ სიგრძეზე თანაბრად გაინაწილეთ. დააყოვნეთ 5-10 წუთი და ფხვნილის ნარჩენები  ფუნჯის (უმჯობესია, თუ ასაქაფებელ ფუნჯს გამოიყენებთ) საშუალებით ჩამოიწმინდეთ.

როდესაც მშრალ შამპუნის ბოლო ნარჩენებსაც მოიშორებთ,  თქვენი თმა იქნება სუფთა, ბზინვარე და ეთერზეთის სურნელით გაჟღენთილი. შამპუნი ჰმატებს თმას მოცულობას.

ეს ხრიკი დაგეხმარებათ სასწრაფოდ, დროებით, დაბანის გარეშე, მოიყვანოთ თმა წესრიგში და თავდაჯერებული ჩაერთოთ ყოველდღიური ცხოვრების ფერხულში.

დაიმახსოვრეთ, თმის ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაბანა აუცილებელია, რადგან ამ გზით ხდება მკვდარი უჯრედების მოშორება.