მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული პური ძალიან გემრიელი და არომატულია. პური არ იფშხვნება და იდეალურია სენდვიჩების მოსამზადებლად.
არომატული პურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 0,3 ლ თბილი წყალი
- გრ საფუარი
- 3 ს. კ. გამდნარი კარაქი
- 1 ჩ. კ. მარილი
- 1 ს. კ. თაფლი
- 320 გრ პურის ფქვილი
- ფეტვის ფქვილი 6 ს. კ.
- ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
- 1 კვერცხი
- 1 ს. კ. წყალი
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ საფუარი.
- წყლის მოცემულ რაოდენობას ააკელით 3 ს. კ. წყალი, ხოლო დანარჩენს დაამატეთ გამდნარი კარაქი, თაფლი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- ფქვილიანი მასა თანდათან დაამატეთ წყლიან მასას და ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ სიჩქარეს მოუმატეთ. თქვეფთ, დაახლოებით 3-4 წუთი.
- თასს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და დააყოვნეთ 20 წუთი.
- 3 ს. კ. თბილ წყალს დაამატეთ მარილი, აურიეთ და დაასხით ცომს. ცომს ზელთ 1-2 წუთი. ცომი უნდა იყოს თხელი და წებოვანი.
- პურის საცხობი ფორმას წაუსვით ზეთი. გადაიტანეთ მასში მზა ცომი და გაათანაბრეთ. ფორმას გადააფარეთ ცელოფანი და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ მოხსენით ცელოფანი და კიდევ 10 წუთი დააყოვნეთ.
- კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ წყალი, მარილი და კარგად აურიეთ. მზა ნარევი დაიტანეთ ცომზე და თანაბრად წაუსვით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. პურს გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. მზა პური ფორმიდან 15 წუთის შემდეგ ამოიღეთ.
გემრიელად მიირთვით!