შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც საოცრად არომატულია. ისეთ სურნელს აფრქვევს, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ. შემწვარი ქათმის ხორცის, შემწვარი სოკოს, არაჟნის, რეჰანისა და ბულგარული პილპილის კომბინაცია კერძს განუმეორებელ გემოს ანიჭებს.
უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემედგი ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500 გრ
- ქამა სოკო 500 გრ
- არაჟანი 500 მლ
- სტაფილო 1 ცალი
- ხახვი 1 თავი
- ნედლი რეჰანი
- ბულგარული პილპილი (სხვადასხვა ფერის) 1 კგ
- მარილი, შავი პილპილი
- ზეთი
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ცოტა ზეთში ოქროსფრად დაბრაწეთ.
- ცალკე შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.
- ცალკე უნდა შეწვათ წვრილად დაჭრილი სოკოც. ყველა ინგრედიენტი გაერთიანეთ და დაამატეთ არაჟანი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, შავი პილპილი, მარილი და აურიეთ.
- ბულგარული პილპილი გარეცხეთ, თესლიგან გაასუფთავეთ, ამოავსეთ მომზადებული მასით და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
შემოთავაზებული უგემრიელესი კერძი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. მოამზადეთ გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!