ჯანსაღი საუზმე მათთვის, ვისთვისაც გაბერილი მუცელი კარგად ნაცნობი პრობლემაა

იხილეთ გემრიელი და სასარგებლო საუზმის რეცეპტი, რომელიც უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ნარევი  სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონის პრობლემა აქვს,  განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის არეში დაგროვილი ცხიმების მოსაშორებლად.

შემოთავაზებული საშუალება ასწრაფებს მეტაბოლიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და წმენდს ნაწლავებს. მოცემული ნარევის დახმარებით დაივიწყებთ ყაბზობას, სიმსუქნეს, მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 5-7 ცალი შავი ქლიავის ჩირი
  • 2 ს. კ. შვრიის ფანტელი
  • 1 ჩ. ჭ. კეფირი ან უცხიმო იოგურტი
  • 1 ს. კ. სელის თსლის ზეთი
  • 1 ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

საუზმეს ამზადებთ საღამოს. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი და 10-15 წუთი გააჩერეთ.

ცალკე თასში აურიეთ კაკაო, სელის თესლის ზეთი, შვრია და კარგად აურიეთ. შავი ქლიავი დაჭერით, დაამატეთ მზა ნარევს, აურიეთ და მთელი ღამით შედეთ მაცივარში. დილით შეგიძლიათ მიირთვათ ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე.