შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ გემრიელი სოუსით გაჯერებულ ბადრიჯანს. კერძი უმარტივესი მოსამზადებელია. არ გჭირდებათ ბადრიჯნის ცალ-ცალკე შეწვა და ზეთსაც ეკონომიურად გამოიყენებთ.
იხილეთ ინგრედიენტთა ჩამონათვალი:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 500 გრ წითელი ბულგარული პილპილი
- 300 გრ პამიდორი
- 4-6 კბილი ნიორი
- 10 გრ რეჰანი
- 1,5 ჩ. კ. მარილი
- 2 ჩ. კ. შაქარი
- 1 ს. კ. 9%-იანი ძმარი
- 4 ს. კ. ზეთი
- მწარე წიწაკა გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩაყარეთ თასში, დაასხით 2 ს. კ. ზეთი და კარგად აურიეთ. ბადრიჯანი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ბადრიჯანს მოსამზადებლად დასჭირდება 15 წუთი.
- წითელი ბულგარული პილპილი დაჭერით, დამატეთ დაჭრილი პამიდორი და ჩამონათვალში მოცემული სხვა ინგრედიენტები, მხოლოდ ზეთი დაგჭირდებათ 2 ს. კ. და დააბლენდერეთ.
- გამომცხვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით დაბლენდერებული მასა და კარგად აურიეთ. კერძი 1-2 საათით შედეთ მაცივარში. როცა არომატები ერთმანეთს გაუჯდება, კერძი კიდევ უფრო მეტად გაგემრიელდება.
შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებულ ბადრიჯანს შეიძლება გარნირად მოუმზადოთ ბრინჯი, კარტოფილი, ხორცი. გემრიელად მიირთვით!