შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ხრაშუნა, ოქროსფრად დაბრაწული, მწვანილით შეზავებული ხაჭოს ჩხირების რეცეპტს. კერძი უმარტივესი მოსამზადებელია. შეგიძლიათ მიირთვათ სოუსთან ერთად, რომლის მომზადების წესს აქვე შემოგთავაზებთ.
იხილეთ ინგრედიენტთა ჩამონათვალი:
- 180 გრ ხაჭო
- ნახევარი კონა მწვანე ხახვი
- 140 გრ ყველი
- 1 ცალი კვერცხი
- 2-3 ს. კ. ფქვილი
- მარილი გემოვნებით
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ხაჭო და გახეხილი ყველი აურიეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნიორი, კამა და ოხრახუში). შემდეგ დაამატეთ კვერცხი და ჩანგლით კარგად შეურიეთ.
- ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მიიღებთ ოდნავ წებოვან მასას. სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი, აიღეთ 1 ს. კ. ხაჭოიანი მასა, ამოავლეთ ფქვილში და გამოხელეთ ხაჭოს ჩხირები.
- ტაფაზე დაასხით 2-3 ს. კ. ზეთი და ხაჭოს ჩხირები შეწვით ორივე მხრიდან. ტაფას თავსახური არ დაახუროთ.
- ოქროსფრად დაბრაწული ჩხირები შეგიძლიათ სუფრასთან სოუსთან ერთად მიიტანოთ.
- სოუსის მოსამზადებლად 100 გრ ყველი გახეხეთ, დაასხით 100 მლ რძე, 1 ს. კ. არაჟანი. გემოვნების მიხედვით დაამატეთ მარილი და პილპილი.
- შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ. მიიღებთ სქელ და ერთგვაროვან მასას, შეგიძლიათ სუფრასთან მიტანის წინ ზემოდან მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან პიტნა.
გემრიელად მიირთვით!